Powered by Jasper Roberts - Blog

13:48 11.03.2017
"ნებისმიერი ნაბიჯი ბუნებრივი აირის გაძვირებისა, არის პირდაპირი მუქარა იმაზე, რომ ფასების საერთო დონე მოიმატებს"

სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე "რეზონანსთან" საუბრისას ბუნებრივი აირის ტარიფის მატებაზე უარყოფით დასკვნას აკეთებს. მისი თქმით, გაძვირება გამოიწვე როგორც სამომხმარებლო ფასების გაზრდას ბაზარზე, ასევე ინფლაციის მაჩვენებლის მატებას, რომელიც, სპეციალისტის თქმით, შესაძლოა, ორნიშნა ნიშნულს მიუხლოვდეს.


 

"ბუნებრივი აირი მიეკუთვნება იმ სპეციფიკურ საქონელთა ჩამონათვალს, რომელთა ფასის მოძრაობას დიდი გავლენა აქვს სამომხმარებლო ბაზარზე, მათ შორის ინფლაციის მაჩვენებელზე. ნებისმიერი ნაბიჯი ბუნებრივი აირის გაძვირებისა, არის პირდაპირი განაცხადი, შეუნიღბავი მუქარა იმაზე, რომ ფასების საერთო დონე მოიმატებს. ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა უკვე დანებდა ფასების მატებას და გაძვირების დონე წელს გადასცდება საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ მიზნობრივი ინფლაციის მაჩვენებელს. რამდენი იქნება ზუსტად არ ვიცი, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ორნიშნა მაჩვენებელს მიუახლოვდეს", - განაცხადა სოსო არჩვაძემ გაზეთ "რეზონანსთან" საუბარში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge