Powered by Jasper Roberts - Blog

13:29 11.03.2017
"გაზის საფასურის გაძვირებით მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გაუარესდებ"-ემზარ ჯგერენაია

გაზის ტარიფის დაანონსებული ზრდა სამომხმარებლო ბაზარზე პროდუქტების გაძვირებასა და სოციალური ფონის დამძიმებას გამოიწვევს. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ამ ვითარებაში სახელმწიფოს ინფლაციის თუნდაც დღევანდელ დონეზე შენარჩუნება გაუჭირდება. ისინი სამომხმარებლო ფასების კიდევ 5%-ით მომატებას არ გამორიცხავენ, რაც ინფლაციაზეც მოახდენს გავლენას. შესაბამისად, ამ მაჩვენებელმა შეიძლება ორნიშნა ნიშნულს უწიოს.

 

სოციოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ემზარ ჯგერენაიაც ადასტურებს, რომ ტარიფის ზრდა სამომხმარებლო ბაზრის რყევას გამოიწვევს. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, სახელმწიფოს ინფლაციის დღევანდელი მაჩვენებლის შენარჩუნება გაუჭირდება.


 

"უდავოა ის ფაქტი, რომ გაზის გაძვირება გამოიწვევს იმ საწარმოების პროდუქციის ფასის მატებას, რომელიც ერთმნიშვნელოვნად დამოკიდებულია ბუნებრივ აირზე. ამით მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გაუარესდება. აქედან გამომდინარე, ინფლაციის მაჩვენებელი გარდაუვალად მოიმატებს, რაც ძალიან სამწუხაროა. თუ გაზის ტარიფი 5%-ით მოიმატებს, დაახლოებით ამ დოზით გაიზრდება სამომხმარებლო ფასიც და ეს აისახება ინფლაციის მაჩვენებელზეც", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ემზარ ჯგერენაიამ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge