Powered by Jasper Roberts - Blog

01:24 11.03.2017
დონალდ ტრამპის არჩევა - ნეოლიბერალური ჰეგემონიის ნგრევა მსოფლიოში

წარმოგიდგენთ ცნობილი ამერიკელი პოლიტიკური მეცნიერისა და ფილოსოფოსის, ქ. ნიუ-იორკის The New School-ის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და პოლიტიკის პროფესორის, ნენსი ფრეიზერის გამოცემა Dissent Magazine-ში გამოქვეყნებული ძალიან საინტერესო სტატიის თარგმანს. პროფესორი ფრეიზერი გახლავთ თანამედროვე კრიტიკული სოციალური თეორიის სკოლის მნიშვნელოვანი მოაზროვნე, რომლის ნაშრომები შეეხება იდენტობის პოლიტიკისა და ლიბერალური ფენიზმის კრიტიკას, რადგან ისინი სრულიად დაშორდნენ სოციალური სამართლიანობის იდეას და არასწორი შინაარსი შესძინეს თანასწორობის საკითხებს. პროფესორი ფრეიზერი ფლობს დოქტორის 4 ხარისხს 3 სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებში. პროფესორი ფრეიზერი 2010 წელს გახდა “ალფრედ შულცის პრიზის” გამარჯვებული, რომელიც მას გადასცა ამერიკის ფილოსოფიის ასოციაციამ სოციალურ ფილოსოფიაში. მისი ცნობილი წიგნებია: “Redistribution or recognition?: A political-philosophical exchange” (2003), “Scales of justice: reimagining political space in a globalizing world” (2009), “Fortunes of feminism: from state-managed capitalism to neoliberal crisis   ” (2013) და სხვა. 

დონალდ ტრამპის არჩევა წარმოადგენს ბოლოდროინდელი მწვავე პოლიტიკური მღელვარების სერიის გაგრძელებას, რომელიც მიანიშნებს ნეოლიბერალური ჰეგემონიის ნგრევაზე. აღნიშნული მღელვარების სერია ასევე მოიცავს ბრექსიტისთვის ხმის მიცემას დიდ ბრიტანეთში, იტალიაში რენცის რეფორმების უარყოფას, აშშ–ს დემოკრატიულ პარტიაში ბერნი სანდერსის კამპანიას და სხვებთან ერთად, საფრანგეთში ეროვნული ფრონტის მზარდ მხარდაჭერას. მიუხედავად იმისა, რომ მათ განასხვავებს იდეოლოგიები და მიზნები, ეს ელექტორალური აჯანყებები მაინც იზიარებენ საერთო ამოცანებს: ყველა მათგანი უარყოფს კორპორაციულ გლობალიზაციას, ნეოლიბერალიზმს და იმ პოლიტიკურ ელიტებს, რომლებიც ამის პროპაგანდას ეწევიან. ყველა შემთხვევაში, ამომრჩევლები „უარს“ ეუბნებიან ქამრების შემოჭერის (Austerity) მომაკვდინებელ კომბინაციებს, თავისუფალ ვაჭრობას, მტაცებლურ ვალებს და გაურკვეველ, დაბალანაზღაურებად სამუშაოებს, რომლებიც დღესდღეობით არსებულ ფინანსიალიზებულ კაპიტალიზმს ახასიათებს. ბოლო დრომდე, კრიზისზე ძირათად პასუხს წარმოადგენდა სოციალური პროტესტები – მწვავე და ცოცხალი, მაგრამ რეალურად ფართოდ ეფემერული. პოლიტიკური სისტემები კი პირიქით, ჩანდნენ როგორც გამძლეები, რომლებიც ჯერ კიდევ კონტროლდებოდნენ პარტიებისა და ისტაბლიშმენტის ელიტის მიერ, როგორც მინიმუმ ძლიერ კაპიტალისტურ ქვეყნებში, როგორებიცაა აშშ, დიდი ბრიტანეთი და გერმანია. დღეს, ელექტორალურმა შოკებმა ასახვა ჰპოვა მსოფლიოზე, მათ შორის მსოფლიო ფინანსების ციტადელებზეც. ადამიანები, რომლებმაც ხმა მისცეს ტრამპს, ბრექსიტს და იტალიის რეფორმების წინააღმდეგ წავიდნენ, დაუპირისპირდნენ თავიანთ პოლიტიკურ მაგისტრებს. პარტიული ლიდერების მიმართ უნდობლობის გამოცხადებით, მათ უარყვეს ის სისტემა, რომელმაც ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში მათი საცხოვრებელი პირობები გააუარესა. გასაკვირი ის კი არაა, რომ მათ ეს ნაბიჯი გადადგეს, არამედ ის, რომ მათ ამდენი დრო დასჭირდათ. მიუხედავად ამისა, ტრამპის გამარჯვება მხოლოდ გლობალური ფინანსიალიზაციის წინააღმდეგ მიმართული რევოლუცია არ არის. მისმა მხარდამჭერებმა უარყვეს არა მხოლოდ ნეოლიბერალიზმი, არამედ პროგრესული ნეოლიბერალიზმი. მიუხედავად იმისა, რომ ზოგს შეიძლება ეს ოქსიმორონად მოეჩვენოს, ეს არის რეალური, თუმცა ურთიერთსაწინაღმდეგო პოლიტიკური წესრიგი, რომელიც გასაღებია ამერიკის არჩევნების შედეგების და ასევე, სხვა ქვეყნებში განვითარებული ზოგიერთი მოვლენის გასაგებად. მისი ამერიკული ფორმით, პროგრესული ნეოლიბერალიზმი წარმოადგენს ერთის მხრივ ამჟამინდელი მეინსტრიმული ახალი სოციალური მოძრაობების (ფემინისზმი, ანტი–რასიზმი, მულტიკულტურალიზმი და LGBTQ) ალიანსს, ხოლო მეორეს მხრივ მრავალ სიმბოლოიან და სერვისზე დაფუძნებულ ბიზნეს სექტორს (Wall Street, Silicon Valley, და Hollywood). ამ ალიანსში, პროგრესული ძალები ეფექტურად ერთიანდებიან კოგნიტური კაპიტალისმის, განსაკუთრებით კი ფინანსიალიზაციის ძალებთან. უნებლიედ პირველმა მათგანმა მისი ქარიზმა ამ უკანასკნელს გადაულოცა. ისეთი იდეალები, როგორებიცაა მრავალფეროვნება და გაძლიერება, რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ სხვა შედეგები, ახლა ემსახურებიან პოლიტიკებს, რომლებმაც გაანადურეს წარმოება, ერთ დროს საშუალო კლასის მარჩენალი.

პროგრესული ნეოლიბერალიზმი ბოლო 30 წლის განმავლობაში განვითარდა აშშ–ში და დაგვირგვინდა 1992 წელს ბილ კლინტონის არჩევით. კლინტონი წარმოადგენდა „ახალი დემოკრატების“ ძირითად შემოქმედსა და სტანდარტების დამამკვიდრებელს, დაახლოებით ისეთს, როგორიც იყო ბრიტანეთში ტონი ბლერი და მისი „ახალი ლეიბორისტები“ (New Labor). წარმოების მუშაკთა, აფრო–ამერიკელთა და ურბანული საშუალო კლასის გაერთიანებების „ახალი შეთანხმების“ (New Deal) კოალიციის მაგივრად, მან შექმნა მწარმოებლების, სუბურბანული, ახალი სოციალური მოძრაობებისა და ახალგაზრდების ახალი ალიანსი, რომლებიც მრავალფეროვნების, მულტიკულტურალიზმისა და ქალების უფლებების თავზე მოხვევით აფიქსირებდნენ თავიანთ პროგრესულ პატიოსან განზრახვებს. მაშინაც კი, როდესაც ის [ალიანსი] მხარს უჭერდა მსგავსი ტიპის პროგრესულ ცნებებს, კლინტონის ადმინსიტრაცია ზურგს უმაგრებდა „უოლ-სტრიტს“. ეკონომიკის Goldman Sachs-ის სასარგებლოდ შემობრუნებამ ხელი შეუწყო საბანკო სისტემების დერეგულაციას და თავისუფალი ვაჭრობის მოლაპარაკებებს, რომლებმაც დააჩქარეს დეინდუსტრიალიზაცია. ამ ყველაფრის გვერდითი ეფექტი იყო ე.წ. „ჟანგიანი ქამარი“ (Rust Belt) – ერთ დროს ახალი სოციალ–დემოკრატიის ციხესიმაგრე, ახლა კი რეგიონი, რომელმაც მასიურად დაუჭირა მხარი დონალდ ტრამპს. ეს რეგიონი, სამხრეთით მდებარე ახალ ინდუსტრიულ ცენტრებთან ერთად, მნიშვნელოვნად დაზარალდა ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე ფინანსიალიზაციის გამო. კლინტონის პოლიტიკამ, რომელიც გააგრძელეს მისმა მემკვიდრეებმა, მათ შორის ბარაკ ობამა, მნიშვნელოვნად დააზიანა მუშათა კლასის საცხოვრებელი პირობები, განსაკუთრებით მათი, რომლებიც ინდუსტრიულ სექტორში იყვნენ დასაქმებულები. მოკლედ რომ ვთქავთ, კლინტონიზმი ატარებს უდიდეს პასუხისმგებლობას პროფესიული კავშირების დასუსტებაზე, რეალური ხელფასების შემცირებაზე, სამუშაოების მზარდ არასტაბილურობაზე და ორმაგ გამომუშავებაზე მყოფ ოჯახებზე (two–earner family). როგორც ეს უკანასკნელი გვიჩვენებს, სოციალურ უსაფრთხოებაზე თავდასხმა განხორციელდა ახალი სოციალური მოძრაობებისგან ნასესხები ემანსიპატორული ქარიზმის ნიღბით. წლების განვალობაში, როდესაც წარმოება მცირდებოდა, ქვეყანაში ზუზუნებდა საუბრები „მრავალფეროვნებაზე“, „გაძლიერებაზე“ და „არა დისკრიმინაციაზე“. თანასწორობის ნაცვლად „პროგრესის“ მერიტოკრატიასთან იდენტიფიცირებამ, „ემანსიპაცია“ გააიგივა „ნიჭიერი“ ქალების, უმცირესობების მზარდ, მცირე ელიტებთან, რომლები მოქმედებდნენ „ყველაფერი გამარჯვებულს“ კორპორაციულ იერარქიული პრინციპებით. „პროგრესის“ ამ ლიბერალურ-ინდივიდუალისტურმა გაგებამ ნელ-ნელა ჩაანაცვლა ემანსიპაციის უფრო ფართო მნიშვნელობის მქონე, ანტი იერარქიული, თანასწორული, კლასობრივად მგრძნობიარე, ანტი კაპიტალისტური გაგება, რომელიც პოპულარული იყო 1960-იან 70-იან წლებში. როგორც კი ახალი მემარცხენეობა დასუსტდა, კაპიტალისტური საზოგადოების მისმა კრიტიკამაც დაიწყო ჭკნობა და ქვეყნის ლიბერალურ-ინდივიდუალისტური აზროვნება მოძლიერდა, რომელმაც შეუმჩნევლად შეასუსტა „პროგრესისტებისა“ და თვით-გამოცხადებული მემარცხენეების მისწრაფებები. ამ პროცესების გამყარებას ხელი შეუწყო ნეოლიბერალიზმის პოპულარობის ზრდის დამთხვევამ. შედეგი იყო „პროგრესული ნეოლიბერალიზმი“, რომელმაც გააერთიანა ემანსიპაციის შემცირებული იდეალები და ფინანსიალიზაციის მომაკვდინებელი ფორმები. ეს იყო ის ნაერთი, რომელიც ტრამპის მხარდამჭერების მიერ იყო ტოტო-ში (toto) უარყოფილი. ამ მამაცური, ახალი კოსმოპოლიტური მსოფლიოს უკან, მემარცხენეებიდან მოწინავე პოზიციებს იკავებდნენ ინდუსტრიაში დასაქმებული მუშები, მენეჯერები, მცირე ბიზნესმენები და ის ადამიანები, რომლებიც ეყრდნობოდნენ ე.წ. „ჟანგიანს ქამარსა“ (Rust Belt) და სამხრეთს, აგრეთვე უმუშევრობითა და ნარკოტიკებით შემცირებული სოფლის მოსახლეობა. ამ ადამიანებისთვის, დეინდუსტრიალიზაციისგან მიღებული ზიანს თან ერთვოდა პროგრესული მორალიზმისგან მიყენებული შეურაცყოფები, რომლებმაც ისინი ნელ-ნელა კულტურულად უკან დაწია. გლობალიზაციის უარყოფით, ტრამპის მხარდამჭერებმა უარყვეს მასთან ასოცირებული ლიბერალური კოსმოპოლიტიზმი. ზოგიერთებისთვის, ეს გახდა საბაბი დაებრალებინათ მათი პირობების გაუარესება პოლიტიკური კორექტულობისთვის, ფერადკანიანებისთვის, ემიგრანტებისთვის და მუსლიმებისთვის. მათ თვალში, ფემინისტები და უოლ სტრიტი იყო ის ფრთანი ჩიტი, რომელიც ერთიანდებოდა ჰილარი კლინტონის პერსონაში. ამ მდგომარეობის გამომწვევი მიზეზი იყო რეალური მემარცხენეობის ნაკლებობა. მიუხედავად პერიოდული გამონათებებისა, როგორიც იყო მოკლე ვადიანი დაიკავე უოლ სტრიტი (Occupy Wall Street), აშშ-ში ათწლეულების განმავლობაში არ არსებობდა ძლიერი მემარცხენეობა. აგრეთვე არ არსებობდა სრულყოფილი მემარცხენე ნარატივი, რომელიც ტრამპის მხარდამჭერების ლეგიტიმურ წუხილს ერთის მხრივ დაუკავშირებდა ფინანსიალიზაციის საფუძვლიან კრიტიკას და მეორეს მხრივ ემანსიპაციის ანტი რასისტულ, ანტი სექსისტურ და ანტი იერარქიულ ხედვებს. მუშებსა და ახალ სოციალურ მოძრაობებს შორის არსებული პოტენციური კავშირები დასუსტების გზას დაადგა. სიცოცხლისუნარიანი მემარცხენეობის ეს განუყოფელი პოლუსები გახლეჩვის შედეგად ერთამენთს ისე დაშორდნენ, რომ ისღა დარჩენოდათ დალოდებოდნენ დროს, როდესაც ერთმანეთთან დაპირისპირებულ პოზიციაში აღმოჩნდებოდნენ. სულ მცირე, ბერნი სანდერსის აღსანიშნ კამპანიამდე, რომელიც ცდილობდა მათ გაერთიანებას Black Lives Matter-ის აქციების შემდეგ. ნეოლიბერალიზმის გამეფებული დღის წესრიგის აფეთქებისას, დემოკრატიულ პარტიაში სანდერსის აჯანყება იყო რესპუბლიკელებში ტრამპის შემთხვევის მსგავსი. ისევე როგორც ტრამპი ანერვიულებდა რესპუბლიკელების ისთებლიშმენთს, ბერნიც მოვიდა ობამას შემცვლელის დასამარცხებლად, რომლის აპარატჩიკებიც დემოკრატიული პარტიაში ყველა დონეზე ცდილობდნენ ძალაუფლებას. სანდერსმა და ტრამპმა მოახერხეს ამერიკელი ამომრჩევლების უმეტესობის გალვანიზება, თუმცა მხოლოდ ტრამპის რეაქციონულმა პოპულიზმა გაიმარჯვა. მაშინ როცა მან ადვილად დაამარცხა მისი რესპუბლიკელი მეტოქეები, მათ შორის დიდი დონორებისა და პარტიული ბოსების ფავორიტები, სადნერსის ამბოხი ეფექტურად იქნა შემოწმებული ნაკლებად დემოკრატიულ „დემოკრატიულ პარტიაში“. მთავარი არჩევნების დროს კი მემარცხენე ალტერნატივა დაიჩრდილა, ხოლო რაც დარჩა იყო ჰობსონის არჩევანი რეაქციულ პოპულიზმსა და პროგრესულ ნეოლიბერალიზმს შორის. მემარცხენეების მიერ ჰილარი კლინტონის მხარდაჭერამ, ყველაფერი გადაწყვიტა. მიუხედავად ამისა, ამ თვალთახედვით ეს არის არჩევანი, რომელიც მემარცხენეებმა უნდა უარყონ. პოლიტიკური კლასის მიერ შემოთავაზებული პირობების მიღების ნაცვლად, რომელიც ემანსიპაციას უპირისპირებს სოციალურ დაცვას, ჩვენ უნდა ვიმუშავოთ მათ ხელახალ განსაზღვრაზე, არსებული წესრიგის საწინააღმდეგო სწრაფი სოციალური ცვლილებებით. სოციალური დაცვის წინააღმდეგ ფინანსიალიზაცია-ემანსიპაციის მხარდაჭერის ნაცვლად, ჩვენ უნდა შევქმნათ ემანსიპაციისა და სოციალური დაცვის ახალი ალიანსი ფინანსიალიზაციის წინააღმდეგ. ამ პროექტში, რომელსაც სანდერსი ემხრობოდა, ემანსიპაცია ნიშნავს არა კორპორაციული იერარქიის დივერსიფიკაციას, არამედ მის გაუქმებას. ისევე როგორც, აყვავება ნიშნავს არა კორპორატიული მოგების გაზრდას, არამედ კარგი ცხოვრების წინაპირობების შექმნას ყველასთვის. ამ კონიუქტურაში ეს კომბინაცია რჩება ერთადერთ პრინციპად და მომგებიან გამოხმაურებად. პირადად მე, არ ვინერვიულებ პროგრესული ნეოლიბერალიზმის დამარცხებაზე. უფრო მეტიც, უფრო მეტად მეშინია ტრამპის რასისტი, ანტიემიგრანტული, ანტიეკოლოგიური ადმინისტრაციის. ჩვენ არ უნდა გამოვიტიროთ არც ნეოლიბერალური ჰეგემონიის ნგრევა და არც დემოკრატიულ პარტიაში კლინტონიზმის მარცხი. ტრამპის გამარჯვება აღინიშნა, როგორც ემანსიპაციისა და ფინანსიალიზაციის ალიანსის დამარცხება, მაგრამ მისი პრეზიდენტობა არ იძლევა ამ კრიზისიდან გამოსავალს, ახალი რეჟიმის წინაპირობებს და უსაფრთხო ჰეგემონიას. რასაც ჩვენ შევეჩეხეთ, არის უმეფობის ხანა, ღია და არასტაბილური სიტუაცია, სადაც გონება და გული ყველასთვის ხელმისაწვდომია. ამ სიტუაციაში, საფრთხეების არსებობასთან ერთად არსებობს შესაძლებლობებიც: ახალი „ახალი მემარცხენეობის“ აშენების შანსი. ამის განხორციელება დამოკიდებულია კლინტონის კამპანიაში მონაწილე გარკვეული ადამიანების სიღრმისეულ გადააზრებაზე. მათ გვერდზე უნდა გადადონ კომფორტული, მაგრამ ცრუ მითები „მწუხარების კალათის“ (რასისტული, მიზოგენური, ისლამოფობიური და ჰომოფობიური) შესახებ, რომელიც მხარდაჭერილი იყო ვლადიმირ პუტინისა და FBI-ის მიერ. მათ უნდა გააცნობიერონ თავიანთი წილი პასუხისმგებლობები სოციალური დაცვის, მატერიალური კეთილდღებისა და მუშათა კლასის ღირსებების შეწირვაზე ემანსიპაციის ცრუ გაგებით მერიტოკრატიის, მრავალფეროვნებისა და გაძლიერების მიმართ. მათ სიღრმისეულად უნდა იფიქრონ ფინანსიალიზირებული კაპიტალიზმისგან შემდგარი პოლიტიკური ეკონომიკის ტრანსფორმაციის გზებზე, სანდერსის მთავარი გზავნილის „დემოკრატიული სოციალიზმის“ გაცოცხლებასა და 21-ე საუკუნეში მის მნიშვნელობაზე. უპირველეს ყოვლისა მათ უნდა მოიზიდონ ტრამპის ის მხარდამჭერები, რომლებიც არ არიან რასისტები და მემარჯვენეები, მაგრამ წარმოადგენენ „აწყობილი სისტემის“ მსხვერპლებს, რომლებიც აუცილებლად უნდა ორგანიზდნენ გაახალგაზრდავებული მემარცხენეების ირგვლივ ნეოლიბერალური პროექტის წინააღმდეგ. ეს არ ნიშნავს რასიზმთან ან სექსიზმთან დაკავშირებული პრობლემების დავიწყებას. ეს ნიშნავს თუ როგორ პოულობენ ფინანსიალიზებულ კაპიტალიზმში გამოხატვის ახალ ფორმებსა და ნიადაგებს აღნიშნული ისტორიულად გამყარებული შევიწროებები. ამ ცრუ, ნულოვანი შედეგის მქონე აზროვნების შესაწინააღმდეგებლად, რომელიც დომინირებდა საარჩევნო კამპანიის დროს, ჩვენ უნდა დავაკავშიროთ ქალებისა და ფერადკანიანი ადამიანების ტკივილები იმათთან, რომლებმაც ხმა მისცეს ტრამპს. ამ გზით, გამოცოცხლებულ მემარცხენეობას შეეძლება იპოვოს საფუძველი ახალი ძლიერი კოალიციისთვის, რომელიც ყველასთვის იბრძოლებს.

 

European.ge


ავტორ(ებ)ი : geotimes.ge