Powered by Jasper Roberts - Blog

17:22 10.03.2017
"ჩვენს რეგიონში 35 მილიონის დახარჯვა იგეგმება" - გოჩა ზეიკიძე

10 მარტს Business Georgia-ს ორგანიზებით, მცხეთა-მთიანეთის ბიზნეს ფორუმი გაიმართა. ფორუმის მონაწილეებმა ისაუბრეს, როგორც ბიზნესის კეთების შესაძლებლობებსა და რეგიონალური განვითარების მნიშვნელობაზე, აგრეთვე, სახელმწიფოს როლზე ქვეყანაში ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატის შექმნაში.


ბიზნეს ფორუმმა ბიზნესმენებს, ინვესტორებს, უცხო ქვეყნის საელჩოებისა და მთავრობის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს უმასპინძლა.


Business Georgia- მთავარ ამოცანას წარმაოდგენს ადგილობრივი ბიზნესის წახალისება, რაც გულისხმობს ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობასა და ახალი პროექტების შემუშავებას მცხეთა-მთიანეთის რეგიონის განვითარებისთვის. ,,ვფიქრობთ, ის ცოდნა, რაც ადგილობრივი ბაზრის შესახებ გვაქვს, ასევე გლობალური ვაჭრობის ფართო ქსელი ის ფაქტორებია, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან ღირებულებას ინვესტორთათვის, რომლებიც დაინეტერესებულნი არიან საქართველოს სავაჭრო თუ საინვესტიციო შესაძლებლობებით- აღნიშნა Business Georgia- აღმასრულებელმა დირექტორმა - ანა გოგიშვილმა.

 

 

როგორც  მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა, გოჩა ზეიკიძემ „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში აღნიშნა, მათი მთავარი ამოცანა მრეწველობის წახალისებაა. მისივე განმარტებით, ამ მიმართულებით, არაერთ რეგიონში 35 მილიონის დახარჯვა იგეგმება.

 

 

რამდენად გათვლილია თქვენი პროექტები  სტუდენტებზე? შეუძლიათ თუ არა მათ მოგმართონ პატარა “Start Up” გეგმით?


-  კონკრეტულად სტუდენტებზე გათვლილი პროგრამა არ გვაქვს. სოფლის მეურნეობა, „აწარმოე საქართველოში“ მიმართულებით, თავისუფლად შეუძლიათ მათ მონაწილეობის მიღება. მთავარია იდეა და მისი გაპროექტირება. შეზღუდულები არ არიან, პირიქით,  თუ საინტერესო წინადადება ექნებათ, სტუდენტები ჩვენი რეგიონული განვითარების  სააგნეტოსთან პირადად შემიძლია შევახვედრო. მათ, აგრეთვე შეუძიათ ერთობლივადაც გააკეთონ პროექტი. პირიქით, ამას მივესალმები, მათთვის კარი ყოველთვის ღიაა. კიდევ ერთს გეტყვით, -  სტუდენტებთან და ახალგაზრდებთან ყოველთვიურ შეხვედრას ვატარებთ. პროექტს „საუბრები მცხეთაზე“ ჰქვია და ძირითადად მცხეთის ისტორიას და მასთან დაკავშირებულ საინტერესო პიროვნებებს მოიცავს.


მსგავს თემებზე გვქონია საუბარი. აი მაგალითად ახლა, ჭოპორტის სტუდენტებს ხინკლის წარმოება დავაწყებინეთ. ისინი ყოველდღიურად ფართოვდებიან. თუ შეგხვდებათ „ხინკალი ჭოპორტულად“, ჩათვალეთ, რომ ეს მათი შემოქმედებაა.  მსგავსი პროექტების განხორციელებაში სტუდენტებს აუცილებლად მივეხმარებით.

 

გამორჩეული, ფართომასშტაბიანი პროექტი

 

-      ასეთი ძალიან ბევრია. „გუდაური“,  „მცხეთა-ვლადიკავკაზი“, სადაც იგეგმება კავკასიონის ქედის ქვეშ გვირაბის გაკეთება. ახლა წინასაპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს. იგეგმება ახმეტა-თიანეთის გზა.  თიანეთი, ბოდიშით ამ გამოთქმისთვის „ტუპიკი“ აღარ იქნება.  თიანეთი საოცარი მაგისტრალების გზაჯვარედინი გახდება. ასევე, ასფალტირება გაუკეთდება ჟინვალიდან, ჩინთადან, მაღაროს კარამდე. ესეც საკმაოდ დიდი პროექტია. აგრეთვე, გამოვყოფდი „მსოფლიო ბანკის“ პროექტებს, რაც ხუთივე მუნიციპალიტეტს მოიცავს. ჩვენს რეგიონში 35 მილიონის დახარჯვა იგეგმება.

 

 

 

 

/თეონა ცუცქირიძე/

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge