Powered by Jasper Roberts - Blog

15:01 10.03.2017
ძიუდოს ფედერაციამ მწვრთნელთა მომზადების ახალი ეტაპი დაიწყო

ძიუდოს ფედერაციამ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით მწვრთნელების მომზადების ახალი ეტაპი დაიწყო. ი მწვრთნელებ, რომლებმაც ძიუდოს საერთაშორისო აკადემიაში თეორიული და პრაქტიკული გამოცდები შარშან წარმატებით ჩააბარეს, უკვე აკადემიის მეორე კურსზე სწავლობენ. წლეულს სწავლებაში ჩართულ 40-მდე ქართველ სპეციალისტს  კი თეორიული საგამოცდო ტესტები და შემდეგ პრაქტიკული მეცადინეობები უტარდებათ. სწავლების პროცესს ხელმძღვანელობენ ძიუდოს საერთაშორისო აკადემიის წარმომადგენლები: საერთაშორისო ფედერაციის სპორტული დირექტორი დანიელ ლასკაუ, კურსის მთავარი ინსტრუქტორი ტიბორ კოზლა, აკადემიის ინსტრუქტორები მარკ ჰუიზინგა, ენვიკ გალეა და პიერო კომინო. ქართველ მწვრთნელებს შეხვდა და მომავალ საქიანობაში წარმატება უსურვა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა. ძიუდოს ფედერაცია ჯამში 120 სპეციალისტს გადაამზადებს, რომლებიც საქართველოს მასშტაბით იმუშავებენ.


ტარიელ ხეჩიკაშვილი:“ ძიუდო საქართველოში არის წარმატებული სპორტის სახეობა, მაგრამ ამ წარმატებას სჭირდება განვითარება და შენარჩუნება. მნიშვნელოვანია თანამედროვე მოთხოვნებისთვის ფეხის აწყობა, პროფესიონალი მწვრთნელების მომზადება. ჩვენი პრიორიტეტი მასობრიობის გაზრდაა, თუმცა ეს ყველაფერი თანხვედრაში უნდა იყოს ხარისხთან, ანუ ბავშვებთან მაღალი სტანდარტებით მომზადებული მწვრთნელები უნდა მუშაობდნენ. გრძელვადიან პერსპეტივაში კი ძიუდოს როგორც პროფესიული ისე მასობრივი სპორტის განვითარების კუთხით დიდი მომავალი აქვს“.


 

დავით ქევხიშვილი:“ ეს არის ძიუდოს საერთაშორი ფედერაციის პროექტის ქართული ვარინტი, რომლის პირველი ეტაპი გასულ წელს დასრულდა და ის მწვრთნელები ახლა მეორე დონეზე სწავლობენ. აქ გამოცდილება მიღებული მწვრთნელები, რეგიონებში მომავალი თაობის აღზრდაზე იზრუნებენ, რაც სამომავლოდ დიდ წარმატებებს მოგვიტანს. ეს პროექტი გაგრძელდება და საქართველოში მომუშავე ყველა მწვრთნელ გადამზადდება ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სტანდარტებით“.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge