Powered by Jasper Roberts - Blog

11:41 10.03.2017
ნინო ჩხეიძის ახალი გატაცება

"დიზაინერი ხმამაღალი ნათქვამია, რა თქმა უნდა, პრეტენზია არ მაქვს", - ამბობს მომღერალი "ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში", სადაც გადაცემის წამყვანსა და სტუმარს - შორენა ბეგაშვილს ორიგინალური ქუდები საჩუქრადაც ერგოთ.

 

ნინო ჩხეიძემ საკუთარი ბრენდის წარმოება რამდენიმე თვის წინ დაანონსა, ოღონდ, არ დაუკონკრეტებია, რის გაკეთებას იწყებდა. მაშინ მისმა იდუმალმა წარწერამ ბრენდის ლოგოზე: "მალე..." ბევრი დააინტრიგა - ნინოს ახალი ჰობის შესახებ არავინ არაფერი იცოდა.

 

მომღერალი ამბობს: "თბილისში გასართობი ადგილების ნაკლებობაა, განსაკუთრებით საღამოს და ამიტომ თითქმის ყველანი სახლში ვსხედვართ, ჰოდა, მეც აი, ქუდების კეთება დავიწყე, ნერვებსაც ამშვიდებს".

 

ნინო ჩხეიძის ქუდები საკმაოდ მაღალი მოწონებით სარგებლობს და რამდენიმე უკვე გაიყიდა კიდეც.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge