Powered by Jasper Roberts - Blog

17:05 09.03.2017
ვის გამო დაშორდნენ ანი ახვლედიანი და ოთო ფოლადაშვილი

როგორც ჟურნალი “სარკიდან“ ხდება ცნობილი, ანი ახვლედიანი და ოთო ფოლადაშვილი ერთმანეთს დაშორდნენ. ამის შესახებ კი თავად მოდელი არღვევს დუმილს და ინტერვიუში საუბრობს. წყვილი ერთი თვეა რაც დაშორდა. მიუხედავდა იმისა, რომ ბევრჯერ სცადეს ურთიერთობის გამოსწორება, მაინც არაფერი გამოვიდა და მათი გზები გაიყარა.

 

 

როგორც ინტერვიუდან ვარკვევთ, მათ დაშორებაში სწორედ მესამე პირმა იმოქმედა, ამ შემთხვევაში კი ის ოთოს დედა გახლდათ: “წავიკითხე, რომ ოთოს დედამ “სარკისთვის“ მიცემულ ინტერვიუში თქვა, ის ჯერ კიდევ ძიებაშიაო. კი, ის ისევ ძიებაშია. ოთოს ოჯახს შორიდან ვიცნობ, ძალიან ვაფასებ, პატივს ვცემ. იმედია, ოთო ისეთ მეორე ნახევარს ნახავს, როგორიც მის დედას გაუხარდება.“

ავტორ(ებ)ი : musicbox.ge