Powered by Jasper Roberts - Blog

16:57 09.03.2017
რის გამო ჩამოშორდა ოთო ფოლადაშვილი კონკურსს?

მოცეკვავე, ოთო ფოლადაშვილი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მიზეზების გამო, კონკურსებს ჩამოშორდა. ოთო და ჯულიანა ბარგნარი, ერთად ცეკვავენ სპორტულ – სამეჯლისო ცეკვებს. მათი მიზანი მსოფლიოს საუკეთესო 50 წყვილს შორის მოხვედრაა.

 

 

“მხედველობის პრობლემა მაქვს, შორს ვერ ვხედავ. მკურნალობის კურსს გავდივარ. თვალების გადატვირთვა არ შეიძლება და შესაბამისად, ვერც კონკურსებში ვმონაწილეობდი. მინდა, მხედველობის სათვალე მოვიშორო, რომელსაც მთელი ცხოვრება ვატარებ. თვის ბოლოდან საზღვარგარეთ კონკურსებზე სიარულს გავაგრძელებ“ – ამბობს ოთო ჟურნალ სარკესთან საუბრისას.

 

 

რაც შეეხება პირადს, მასზე საუბარს არ აპირებს. “პირადი იმიტომ ჰქვია, რომ არაა საჭირო, მესამე ადამიანმა რაიმე იცოდეს, ერთს გეტყვით, რომ ყველაფერი კარგად არის“.

 

 

შეგახსენებთ, რომ ბოლოს ოთო მოდელ ანა ახვლედიანზე იყო შეყვარებული, მაგრამ მათი ურთიერთობა მალე დასრულდა.

ავტორ(ებ)ი : musicbox.ge