Powered by Jasper Roberts - Blog

16:25 09.03.2017
ვალერი მელაძის უფროსი გოგონა გათხოვდა – რატომ არ დაესწრო მომღერალი შვილის ქორწილს? (+ფოტოები)
ვალერი მელაძის უფროსი ქალიშვილი, 25 წლის ინგა მელაძე თავის მიჯნურს – ბრიტანელ ჟურნალისტ ნური ვერგეზეს გაჰყვა ცოლად. წყვილს მოკრძალებული ქორწილი ჰქონდა – მხოლოდ 16 ახლობელი ადამიანი ესწრებოდა ცერემონიას.

ქორწილის შესახებ ჟურნალისტებმა ახლაღა გაიგეს, როცა ინგამ ფოტოები განათავსა სოციალურ ქსელში და გამოაცხადა, რომ უკვე გათხოვილია.
"ეს დღესასწაულის პირველი ნაწილი იყო, ვიწრო წრეში აღვნიშნეთ, სულ 16 კაცი იყო – ახლობლები, მეგობრები, – აღნიშნა ინგას დედამ, ვალერი მელაძის ყოფილმა მეუღლემ ირინამ, - სამწუხაროდ, ვალერი ვერ ჩამოფრინდა, ტელეფონით მიულოცა. 

ცერემონია კემბრიჯში გაიმართა. მე უმცროს ქალიშვილთან ერთად ჩამოვედი დასასწრებად. შუათანა გოგონას უნივერსიტეტში სესიები ჰქონდა და არ გამოუშვეს".
ავტორ(ებ)ი : movlenebi.ge