Powered by Jasper Roberts - Blog

15:28 09.03.2017
11 მითი და მცდარი აზრი ფიტნესზე, რომელიც გაგაოცებთ

როცა ადამიანს კუნთების ტონუსში მოყვანა, გახდომა ან უბრალოდ განწყობის გაუმჯობესება უნდა - ფიტნეს-კლუბი ამისათვის საუკეთესო ადგილია. სამწუხაროდ, არსებობს უამრავი ინფორმაცია, რომელიც ფიზიკურ აქტივობაზე ვრცელდება და ხელს უშლის ადამიანს მიზნის მიღწევაში, ან სულაც შესაძლოა მავნეც კი აღმოჩნდეს. მაგალითად, რა უფრო კარგია წონის დასაგდებად — ვარჯიში თუ დიეტა? მართალია, რომ მარათონი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა? ჩვენს სტატიაში ნახავთ ამ და სხვა შეკითხვებზე გაცემულ პასუხებს, რომლებიც ნამდვილად გაგაოცებთ.

 

1.    სწრაფად გახდომისთვის აუცილებელია — ვარჯიში

 

ეს არ არის სიმართლე. კვლევის შედეგების მიხედვით, მოკლევადიან პერსპექტივაში დიეტას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე გაძლიერებულ სპორტულ ვარჯიშს. გრძელვადიან პერსპექტივაში, ვარჯიში კარგია იმისათვის, რომ ფორმაში იყოთ.

 

2.    ძალისმიერი ვარჯიში ცხიმებს კუნთებად გარდაქმნის

 

არა! სიმძიმის აწევა ვერ გაამკვრივებს თქვენს მოდუნებულ კუნთებს. სამწუხაროდ არც ცხიმი გარდაიქმნება კუნთებად. თუმცა, სიმძიმეების აწევა დაგეხმარებათ კუნთების ქსოვილის გაზრდაში.

 

3.    სავარჯიშოდ შესაფერისი დრო არის დილა

 

რამოდენიმე კვლევის შედეგის მიხედვით, ვარჯიში კარგია როგორც დილაადრიან, ისე დღის ნებისმიერ მონაკვეთში და საღამოსაც.

თუმცა, ზოგიერთი კვლევის მიხედვით მტკიცდება, რომ დილაადრიან ვარჯიში აჩქარებს წონის დაკლების პროცესს.

გარდა ამისა, დღის შუქი წონის დაკარგვაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. შინაგანი დროისა და დღე-ღამის ბიორითმის ბუნებრივთან სიქნქრონიზაციით ჩვენ ხელს ვუწყობთ მეტაბოლიზმის დაჩქარებას. ახლახანს ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ადამიანები, რომლებიც გაღვიძებიდან პირველ ორ საათს მზის ქვეშ ატარებდნენ, უფრო გამხდრები იყვნენ, ვიდრე ისინი, რომლებიც ბუნებრივ სინათლეზე ნაკლებად გადიოდნენ - მიუხედავად იმისა, რა ტიპის საკვებს იღებდნენ.

 

4.    ქალებმა სიმძიმე არ უნდა აწიონ, თორემ მამაკაცური სხეული ჩამოუყალიბდებათ

 

იცით თუ არა, რომ სიმძიმის აწევა სრულიად უსაფრთხოა და კუნთების გასამკვრივებლად ძალიან კარგია? მუსკულატურის განვითარება პირდაპირ დამოკიდებულია ტესტოსტერონის გამომუშავებასთან, რომელიც ქალებს ჩვეულებრივ დაბალ მაჩვენებელზე ქვემოთ აქვთ. ასე რომ, თუ თქვენ ქალი ხართ, ნუ შეგეშინდებათ სიმძიმის აწევის, რადგან კუნთების სისტემის დაყენება ნამდვილად არ გაწყენთ.

 

5.    სარბენ ბილიკზე რამოდენიმე წუთის გატარება ხელს უწყობს ცხიმების წვას

 

იმისათვის, რომ ნახევარი კილოგრამი დაიკლოთ, თქვენ უნდა დაწვათ 3500 კალორია — იმაზე გაცილებით მეტი, რასაც ერთი ზრდასრული ადამიანი იღებს საკვებიდან მთელი დღის მანძილზე. შედარებისთვის: საშუალო აღნაგობის მამაკაცი სარბენ ბილიკზე 20 წუთიანი ნორმალური ტემპით ვარჯიშის შემდეგ დაწვავს მხოლოდ 330 კალორიას.

 

6.    კვების ჟურნალის წარმოება — საკვების მიღების კონტროლის საიმედო საშუალებაა

 

მთლად ასეც არ არის...

მაშინაც კი, როცა ძალიან გაცნობიერებულად ვცდილობთ საკვების მიღებას და აქტიური დღე გვაქვს, ჩვენ საკუთარ თავს საჭიროზე უფრო მეტად ვენდობით.

«ადამიანები, რომლებიც მიდრეკილნი არიან საკუთარი ფიზიკური აქტივობის გადაფასებისკენ და არ აფასებენ იმას, თუ რამდენ საკვებს იღებენ დღის მანძილზე, ფიქრობენ, რომ იმაზე მეტი ივარჯიშეს, ვიდრე ჭამეს» — აცხადებს ტეხასის უნივერსიტეტის მეცნიერი და ამავე უნივერსიტეტის ფიტნესის დირექტორი ფილიპ სტენფორტი.

 

7.    გასახდომად საჭიროა ნახშირწყლებისა და შაქრის მოხმარების შემცირება

 

მოდური დიეტების პრობლემა მარტივია: ისინი დროებითია. წონაში დასაკლებად და ფორმის შესანარჩუნებლად საჭიროა კვების ისეთი რეჟიმის მოძებნა, რომელსაც მთელი ცხოვრების მანძილზე დაიცავთ.

 

8.    მარათონის გარბენა — საუკეთესო საშუალებაა გასახდომად და გასაკაჟებლად

 

ნუ შეგრცხვებათ იმის, თუ ყბადაღებული მარათონის გასარბენად არ დარეგისტრირდით. სინამდვილეში მთელი მარათონის გასარბენი მანძლიდან მისაღები სარგებელი შეგიძიათ ნახოთ სულ რაღაც 8 კილომეტრის გარბენისას. 

ყოველდღიურად 5-დან 10 წუთამდე სწრაფ სირბილს შეუძლია იგივე შედეგი მოგცეთ, რაც საათობით ნელ სირბილს. ადამიანები, რომლებიც დღეში ერთ საათზე ნაკლებს დარბიან, იღებენ იგივე შედეგს გულისათვის, რასაც ადამიანები, რომლებიც კვირაში სამ საათზე მეტს დარბიან.

კვლევების შედეგების მიხედვით, მოკლე, ინტენსიური ვარჟიში ჯანმრთელობისთვის იგივე შედეგის მომტანია, როგორიც ხანგრძლივი ვარჯიში.

 

9.    კვირაში ერთხელ ან ორჯერ ვარჯიში ფორმის შესანარჩუნებლად საკმარისია

 

თუ უკვე კარგ ფორმაში ხართ, კვირაში რამოდენიმეჯერ ვარჯიში განსაკუთრებულ შედეგს არ მოგცემთ.

«სჯობს კვირაში როგორც მინიმუმ სამჯერ ივარჯიშოთ. ფაქტიურად თქვენ ყოველ დღე უნდა იაქტიუროთ ფიზიკურად იმისათვის, რომ რეალურად ფორმაში იყოთ და ვარჯიშს შედეგი ჰქონდეს» — აცხადებს რატგერის უნივერსიტეტის პროფესორი შონ არნეტი.

 

10. იზოტონური სასმელი Gatorade — საუკეთესო სასმელია ვარჯიშის შემდეგ

 

უკაცრავად Gatorade-ს მოყვარულებთან, მაგრამ ის ძირითადად შაქრისა და წყლისგან შედგება. 

ვარჯიშის შემდეგ ექსპერტების რეკომენდაციაა მივიღოთ 20 გრამი პროტეინი (ნებისმიერი წარმოშობის) და რაც შეიძლება მეტი წყალი დავლიოთ. 

 

11. თუ ვარჯიშს შევწყვეტთ, ორ კვირაში ფორმას დავკარგავთ

 

სამწუხაროთ, ყველა კუნთი, რომელიც ვარჯიშის პერიოდში გაგიმკვრივდათ და დაყენებული მუსკულატურა ვარჯიშის შეწყვეტიდან არა ორი კივირის, არამედ სულ რაღაც რამოდენიმე დღეში ქრება. 

უმეტეს შემთხვევაში მუსკულატურა ქრება ვარჯიშის შეწყვეტიდან ერთ კვირაში.

 

წყარო

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge