Powered by Jasper Roberts - Blog

15:28 09.03.2017
განო მელითაური - "ყველა მეუბნება, რომ ოჯახი უნდა შევქმნა - არც ის მგონია დანაშაული, თუ პირად ცხოვრებას ხელმეორედ დავიწყებ...''

განო მელითაური ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში თავისი ცხოვრების შესახებ საუბრობს. განოს და კოტე თოლორდავას სამი შვილი ჰყავთ. განო დღეს მთლიანად შვილებზეა ორიენტირებული, მისი თქმით მომავალი გეგმები ბავშვების სურვილების მიხედვით განვითარდება.



განო ''სარკესთან'' ინტერვიუში საუბრობს, რომ მის ცხოვრებაში არიან ადამიანები, რომლებსაც მასთან სერიოზული ურთიერთობა სურთ.



"ყველა მეუბნება, რომ ოჯახი უნდა შევქმნა. მარტო როგორ უნდა გაძლო, აუცილებლად შეგიყვარდება კიდევ ერთხელო.


არ მოგატყუებთ, არსებობენ ადამიანები რომლებსაც სურვლი აქვთ ჩემთან სერიოზული ურთიერთობის, თუმცა არ მგონია, რომ ეს ის თემაა, რომელზეც უნდა ვილაპარაკო. 



თუ ოდესმე შევქმი ოჯახს ამაზე ხმამარლა ვილაპარაკებ, მაგრამ დღეს ეს წარმოუდგენლად მიმაჩნია, ამისთვის მზად არ ვარ და ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ჩემთან ურთიერთობა უნდა ეს კარგად იციან.

პროგნოზებს არ გავაკეთებ. არც ის მგონია დანაშაული, თუ პირად ცხოვრებას ხელმეორედ დავიწყებ და არც ის, თუ არ დავიწყებ. ორიენტირებული ვარ მხოლოდ ჩემს შვილებზე, მათ ფსიქიკასა და აღქმაზე'', - ამბობს განო მელითაური "სარკესთან" საუბრისას.

ავტორ(ებ)ი : reitingi.ge