Powered by Jasper Roberts - Blog

14:13 09.03.2017
31 მარტს, გიორგი ჩიტაური და ლადო დოლღვანი პროექტ „ჩემი საქართველო აქ არის“ ფარგლებში საბერძნეთში მიემგზავრებიან

31 მარტს, მომღერალი გიორგი ჩიტაური და ლადო დოლღვანი პროექტ „ჩემი საქართველო აქ არის“ ფარგლებში, საბერძნეთში, ემიგრანტებთან მიემგზავრებიან. ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრა ქალაქ ათენში მოხდება, სადაც პროექტის ფარგლებში  მორიგი კონცერტი ჩატარდება.

 

ათენში დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით პროექტის ორგანიზატორმა გიორგი ჩიტაურმა  „ჯორჯიან თაიმსთან“ ისაუბრა:

 

„პროექტის ფარგლებში ემიგრანტებთან საუბარი გვექნება არა მარტო მათ ჩართულობაზე, იმაზე თუ რა კულტურული ღონისძიებები უნდა ჩატარდეს, არამედ იმ საკითხებზეც, რომლებიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს. ეს თემები ძირითადად არის, - თუ როგორ უნდა მოხდეს მათი დაბრუნება საქართველოში და გადაიჭრას ეს გზები. ეს უფრო გაცნობითი ხასიათის შეხვედრა იქნება. პარალელურად ვისაუბრებთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ჩავრთოთ იქ მცხოვრები ემიგრანტების შემოქმედებითი ჯგუფები გალა კონცერტში, რომელიც მაისის თვეში საქართველოში ჩატარდება“, - აცხადებს ჩიტაური.

 

 

შეგახსენებთ, რომ პროექტ „ჩემი საქართველო აქ არის“ ფარგლებში, მორიგი კონცერტი 16 მარტს, მარნეულში ჩატარდება, რომელიც ნიჭიერი ქართველი ხელოვანების აღმოჩენასა და პოლუპარიზაციას ისახავს მიზნად. 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge