Powered by Jasper Roberts - Blog

17:36 07.03.2017
ეროვნულ ბიბლიოთეკაში დავით ყიფიანის სახელობის სპორტის დარბაზი გაიხსნა

ეროვნულ ბიბლიოთეკაში დავით ყიფიანის სახელობის სპორტის დარბაზი გაიხსნა. ბიბლიოთეკის მესვეურთა გადაწყვეტილებით, ფონდებში დაცული ლიტერატურა (წიგნები, ჟურნალები, გაზეთები) და უახლესი გამოცემები თემატურ კაბინეტში განთავსდება. იქვე გამოიფინება სპორტთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის ბეჭდური მასალა.

 

დღესვე დავით ყიფიანის სახელობის სპორტის კაბინეტში გიორგი კეკელიძემ და ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის საზოგადოებრივ და სოციალურ პროექტთა კოორდინატორმა, ვეტერანმა მოჭიდავემ ვლადიმერ გეგეშიძემ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. პროექტის თანახმად, საქართველოს ოცზე მეტ სპორტულ დარბაზში, სადაც მოჭიდავეები ემზადებიან, მინი ბიბლიოთეკები მოეწყობა. ბიბლიოთეკა ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას სხვადასხვა გამოცემებით მოამარაგებს.

 

ტარიელ ხეჩიკაშვილი:“ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად ბევრი კარგი პროექტი განვახორციელეთ. ჩვენი თანამშრომლობა კარგ ტრადიციად ჩამოყალიბდა. დღესაც ძალიან საშური საქმე დავიწყეთ, რაც სარგებელს მოუტანს დამწყებ ჟურნალისტებს, აქ არის ძალიან ბევრი მასალა, რომელიც მათ გამოაგდებათ პროფესიულ საქმიანობაში. ამასთან, ეს არის პირველ რიგში საჩუქარი გულშემატკივრებისთვის. გვახარებს ის ფაქტი, რომ დარბაზი დავით ყიფიანის სახელობის იქნება. ადამიანის, რომელიც გამორჩეული იყო თავისი ინტელექტით მოედანზე და მოედანს მიღმა. სიმბოლურია, რომ დარბაზს მისი სახელი ეწოდა“.

 

ლევან ყიფიანი:“ მინდა მადლობა გადავუხადო ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობას, რომელსაც ჰქონდა იდეა გაეხსნა სპორტული დარბაზი და დაერქმია მისთვის დავით ყიფიანის სახელი. რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის სასიხარულო და საამაყოა. მადლობა სპორტის მინისტრს და ყველას ვინს ამ პროექტის განხორციელებაში მონაწილეობა მიიღო. წარმატებას ვუსურვებ ამ პროექტს“.

 

გიორგი კეკელიძე:“ ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნა დავით ყიფიანის სახელობის სპორტული ბიბლიოთეკა, რაც მრავალმხრივ არის მნიშვნელოვანი. ერთის მხრივ ის, რომ სპორტზე შექმნილი მასალები აქ მოიყრის თავს და ამასთან ყველა ახალი მასალაც იქნება აქ განთავსებული. პროექტი იქნება საინტერესო, როგორც სპორტსმენებისთვის, ისე ჟურნალისტებისთვის“.

 

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში დავით ყიფიანის სახელობის სპორტის დარბაზი გაიხსნა. ბიბლიოთეკის მესვეურთა გადაწყვეტილებით, ფონდებში დაცული ლიტერატურა (წიგნები, ჟურნალები, გაზეთები) და უახლესი გამოცემები თემატურ კაბინეტში განთავსდება. იქვე გამოიფინება სპორტთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის ბეჭდური მასალა.

 

დღესვე დავით ყიფიანის სახელობის სპორტის კაბინეტში გიორგი კეკელიძემ და ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის საზოგადოებრივ და სოციალურ პროექტთა კოორდინატორმა, ვეტერანმა მოჭიდავემ ვლადიმერ გეგეშიძემ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. პროექტის თანახმად, საქართველოს ოცზე მეტ სპორტულ დარბაზში, სადაც მოჭიდავეები ემზადებიან, მინი ბიბლიოთეკები მოეწყობა. ბიბლიოთეკა ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას სხვადასხვა გამოცემებით მოამარაგებს.

 

ტარიელ ხეჩიკაშვილი:“ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად ბევრი კარგი პროექტი განვახორციელეთ. ჩვენი თანამშრომლობა კარგ ტრადიციად ჩამოყალიბდა. დღესაც ძალიან საშური საქმე დავიწყეთ, რაც სარგებელს მოუტანს დამწყებ ჟურნალისტებს, აქ არის ძალიან ბევრი მასალა, რომელიც მათ გამოაგდებათ პროფესიულ საქმიანობაში. ამასთან, ეს არის პირველ რიგში საჩუქარი გულშემატკივრებისთვის. გვახარებს ის ფაქტი, რომ დარბაზი დავით ყიფიანის სახელობის იქნება. ადამიანის, რომელიც გამორჩეული იყო თავისი ინტელექტით მოედანზე და მოედანს მიღმა. სიმბოლურია, რომ დარბაზს მისი სახელი ეწოდა“.

 

ლევან ყიფიანი:“ მინდა მადლობა გადავუხადო ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობას, რომელსაც ჰქონდა იდეა გაეხსნა სპორტული დარბაზი და დაერქმია მისთვის დავით ყიფიანის სახელი. რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის სასიხარულო და საამაყოა. მადლობა სპორტის მინისტრს და ყველას ვინს ამ პროექტის განხორციელებაში მონაწილეობა მიიღო. წარმატებას ვუსურვებ ამ პროექტს“.

 

გიორგი კეკელიძე:“ ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნა დავით ყიფიანის სახელობის სპორტული ბიბლიოთეკა, რაც მრავალმხრივ არის მნიშვნელოვანი. ერთის მხრივ ის, რომ სპორტზე შექმნილი მასალები აქ მოიყრის თავს და ამასთან ყველა ახალი მასალაც იქნება აქ განთავსებული. პროექტი იქნება საინტერესო, როგორც სპორტსმენებისთვის, ისე ჟურნალისტებისთვის“.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge