Powered by Jasper Roberts - Blog

16:54 07.03.2017
ღვთის საჩუქარი – მცენარე, რომელიც 14 სახის ვიტამინს და მრავალ სხვადასხვა მიკროელემენტს შეიცავს

ისპანახი (Spinacia) — ორსახლიანი, ერთ- ან ორწლოვანი ბალახოვანი მცენარის გვარი ნაცარქათამასებრთა ოჯახისა.

 

შუა აზიაში, ირანსა და კავკასიაში ცნობილია 3 სახეობა. ყველაზე გავრცელებულია ბოსტნის ისპანახი(Spinacia oleracea).

 

ისპანახის სამშობლოა ირანი, კულტურულ მცენარედ აშენებენ ზომიერი ჰავის ქვეყნებში.

 

იყენებენ კულინარიაში. საქართველოში ისპანახს იყენებენ აგრეთვე შემამჭიდროვებელ კულტურად ბოსტნის თესლბრუნვაში. თესენ შემოდგომასა (სექტემბერი) და ადრე გაზაფხულზე. გავრცელებული ჯიშებია როსტოვული, ვიროფლე, გორდი და ვიქტორია.

 

ისპანახი ერთწლოვანი მცენარეა chenopodiaceae-ს ოჯახიდან. მისი უნიკალური თვისებების გამო მას ღვთის საჩუქარსაც კი უწოდებენ, ისპანახი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ბოსტნეულია.

 

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ისპანახის შემადგენელი სტრუქტურები, ხელს უწყობს სხეულის მასის დაქვეითებას.


მის შემაგდენლობაში შედის:


ბიოტინი (ვიტამინი H), რომელიც სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს; კუნთების უჯრედების ფუნქციონირებას ნორმალურს ხდის; კანის, თმისა და ფრჩხილების სილამაზეს უზრუნველყოფს.

 

ნიაცინი (ვიატმინი B3) გულის კუნტს ამაგრებს, პასუხისმგებელია ჯანსაღ ძილზე .

 

ვიტამინი C იმუნიტეტს ამაღლებას ხელს უწყობს.

 

ტოკოფეროლი აუცილებელი მხედველობისათვის, გულის მუშაობისათვის, ძლიერი პოტენციისა და ნათელი აზროვნებისათვის.

 

კალციუმი ძირითადი სამსენებლო მასალაა ძვლებისა და კბილებისათვის.

 

კალიუმს ორგანიზმიდან წყალი გამოჰყავს და ცელულიტის გაჩენას აბრკოლებს.

 

სპილენძი, რომელიც  „ბედნიერების ჰორმონის“ გამომუშავებას ააქტიურებს, იმავდროულად კანის მიერ ულტრაიისფერი სხივების ათვისების უნარს ამაღლებს და ამგვარად ლამაზ ნამზეურსა და თმის ჯანსაღ ფერს უზრნველყოფს. რკინა სისხლის წარმოქმნისა უჯრედების სუნთქვის პროცესებს ასტიმულირებს.

 

ამ ბოსტნეულში 14 სახის ვიტამინი და მრავალი სხვადასხვა მიკროელემენტია, რომლებიც ისპანახს სამკურნალო თვისებებს ანიჭებენ.

 

image

 

პირველი ცნობები ისპანახის მოყვანის შესახებ ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში XI საუკუნის 3 არაბულ თხზულებაში გვხვდება. იასპანახი არაბული სამყაროს ერთობ პოპულარული კულტურა იყო, რომელსაც სპეციალურ ტრაქტატებს უძღვნიდნენ.

 

XV საუკუნის იტალიაში ისპანახი გაზაფხულის მწვანილეულად განიხილებოდა და დიდი მარხვის დროს შეუცვლელი საკვები იყო. საფრანგეთის სამეფო კარზე ისპანახის „მოდა“ ეკატერინა მედიჩიმ დაამკვიდრა. ისპანახი ძალიან სასარგებლო ბოსტნეული კულტურაა.


ისპანახის შემადგენლობა: წყალი, ცილები, ნახშირწყლები, ცხიმები, ბოჭკოვანა, სახამებელი, შაქარი, კალციუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი, კალიუმი, ფოსფორი, რკინა, თუთია, სპილენძი, მარგანეცი, სელენი… ვიტამინები: A, B1, B2, B4, B5, B6, B7 B9, C, E, К, PP.

 

ისპანახი მდიდარია ვიტამინებითა და ანტიოქსიდანტებით, ასევე — უჯრედისით. კვლევები მოწმობს, რომ კვების რაციონში დიდი რაოდენობით ისპანახის ჩართვა აუმჯობესებს გონებრივ შესაძლებლობებს, ზრდის სისხლძარღვთა დაზიანებისადმი ტვინის წინააღმდეგობის უნარს. ისპანახი “მუხტავს” მეხსიერებას და თავიდან გვაცილებს დაბერებით გამოწვეულ ჩავარდნას ნერვული სისტემის მუშაობაში. ისპანახი შეიცავს ლუთეინს, რომელიც ტვინის უჯრედებს დაშლისგან იცავს.

 

უამრავი ადამიანისათვის, ის შეუცვლელი საშუალებაა:

1) ასთმის დროს

2) კალციუმის ნაკლებობისას

3) ანემიის სამკურნალოდ

4) დიაბეტით დაავადებულთათვის

5) ქრონიკული თავის ტკივილისას

6) ოსტეოპოროზის თავიდან ასაცილებლად

7) ხელს უწყობს ბავშვების სიმაღლეში ზრდას

8) ამცირებს ინფექციური დაავადებების რისკს. ისპანახის სამკურნალო ჩაი:

6 ცალი ისპანახის ფოთოლი მოხარშეთ 2 ჭიქა წყალში და დალიეთ დღეში 3ჯერ.

 

image

 

ისპანახი ძალზე პოპულარულია აშშ–ში, სადაც ცდილობენ, ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე მისცენ , რადგან ის ძვლების სწორ განვითარებას უწყობს ხელს და აფერხებს რაქიტის განვითარებას.

 

ისპანახი შეიცავს იოდს, ამიტომ ის დადებითად მოქმედებს ფარისებრი ჯირკვლის მუშაობაზე. მას ორგანიზმი ადვილად ამუშავებს და სწრაფად ითვისებს.

 

ისპანახი ძალიან კარგად მოქმედებს თვალებზე. მასში შემავალი ნივთიერება ლუთეინი გროვდება თვალის ქსოვილებში, აუმჯობესებს მხედველობას და ხსნის კომპიუტერთან მუშაობით გამოწვეულ დაღლილობას. თუ ადამიანი კვირაში რეგულარულად თუნდაც 350 გრამ ისპანახს იღებს, მხედველობის ასაკობრივი გაუარესება გაცილებით გვიან იჩენს თავს. თუ მხედველობის გაუარესება უკვე დაწყებულია, მაშინ, მის აღსადგენად, ადამიანმა დღე–ღამეში 250 გრამი ისპანახი მაინც უნდა მიიღოს.

 

განსაკუთრებით აფასებენ ისპანახს საფრანგეთში, სადაც მას არა მხოლოდ ადგილობრივ სამზარეულოში უკავია დიდი ადგილი, არამედ კოსმეტიკაშიც – ფრანგი ქალები მას დიდ როლს ანიჭებენ სახის გაწმენდის პროცედურებში. ისინი ახლადგამოწურული წვენით იწმენდენ სახის კანს, რაც მათ ახალგაზრდობისა და ლამაზი კანის შეარჩუნებაში ეხმარებათ.

 

ისპანახის ნაკლად ითვლება მასში მჟაუნმჟავას დიდი რაოდენობით არსებობა. ეს უკანასკნელი ორგანიზმში ქვების გაჩენას უწყობს ხელს და მავნეა პოდაგრით, რევმატიზმით, თირკმელებითა და შარდგამომყოფი გზებით დაავადებულთათვის, ხოლო ქალის უნაყოფობისა და მამაკაცებში იმპოტენციის დროს საჭიროა, რაც შიძლება მეტი მიირთვათ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge