Powered by Jasper Roberts - Blog

13:06 07.03.2017
“თუ ბიჭს დედა უყვარს, ეს ნიშნავს, რომ მის ცოლს საოცრად გაუმართლა!“

მსახიობ ლევან ჯიბღაშვილს დედასთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს და ამის შესახებ, ყველასთვის კარგად არის ცნობილი. ნონა ჯიბღაშვილი შვილის არჩევანით, ნინიკო ნაცარაშვილით აღფრთოვანებულია და დარწმუნებულია მათ მყარი ოჯახი ექნებათ.

 

 

“ლევანსა და  ჩემს  შორის განსაკუთრებული, იდუმალი კავშირია  და ესაა სწორედ დასაბამი მისი სწორი დამოკიდებულებისა, ზოგადად ქალისადმი. თუ ბიჭს დედა უყვარს, ეს ნიშნავს, რომ მის ცოლს საოცრად გაუმართლა! რადგან კაცისთვის დედის სიყვარულიდან იწყება დის, ცოლის, ქალიშვილისა და ზოგადად, ქალის პატივისცემა და სიყვარული. დედის მოძულე კაცი კარგი ქმარი ვერასოდეს იქნება! ნინიკოს გაუმართლა! ლევანისთვის დედიდან იწყება სამყარო და ამ სამყაროში მე ჩემი შვილის ყველაზე დიდი  გულშემატკივარი ვარ! ორივეს მინდა ვუთხრა, რომ ოჯახის შექმნის ეს ვარდისფერი ეიფორია როცა მთავრდება, იწყება  მეუღლეთა უღელში შებმა და ოჯახური ჭაპანის თანაბრად ზიდვა. ეს ორივემ უნდა გაითვალისწინოს! როცა ამ უღელს სიყვარულით,  ურთიერთპატივისცემითა და თმენის დიდი უნარით ეწევიან მეუღლეები, უფლის წყალობა მუდამ მათთანაა! არ არსებობს რეცეპტი, რომლითაც ბედნიერი ოჯახი შეიქმნება.  ბედნიერებასა და პრობლემებშიც ორივე მხარე ერთნაირადაა მონაწილე, და როცა ყველა წვრილმანს არ გამოეკიდებიან და პოზიტივით შეხედავენ ყველაფერს, ცხოვრება აუცილებლად გამოვა“ – განაცხადა „პრაიმ ტაიმთან“ საუბარში ნონა ჯიბღაშვილმა.

ავტორ(ებ)ი : musicbox.ge