Powered by Jasper Roberts - Blog

12:37 07.03.2017
არსებობს თუ არა ერთი ნახვით სიყვარული და რა არის "კარმული ურთიერთობა"

გჯერათ ლამაზი ისტორიის რომეოსა და ჯულიეტას შესახებ? გიფიქრიათ კი იმაზე, რომ არა მათი ცხოვრების ტრაგიკული მიმდინარეობა, რამდენად კარგი წყვილი იქნებოდნენ ისინი რეალურ ცხოვრებაში და როგორ გააგრძელებდნენ ურთიერთობას. ან რატომ მოხდა მაინცდამაინც ისე, რომ ამ ორის სიყვარულს ამგვარი ფატალური დასასრული ერგო წილად. 



თუკი ასტროლოგიური გადმოსახედიდან ვიმსჯელებთ, რომეოსა და ჯულიეტას სტილის "ლოვ სთორი" დიახაც, რომ კარმული ურთიერთობების მოდელია. კარმულ ურთიერთობას კი ძალზე ხშირად და ბევრი ჩვენგანის ცხოვრებაში აქვს (ან ჰქონია) ადგილი... თუმცა ადამიანები, როგორც წესი ყოველთვის გაურბიან სირთულეებს, ურჩევნიათ თავი შეაფარონ გაცილებით უპრობლემო და კომფორტულ პარტნიორს, რომელთანაც ემოცია ნაკლებია, სამაგიეროდ, დისკომფორტიც ნაკლებ შეაწუხებთ... 


ოდესმე თქვენს ცხოვრებაში მომხდარა ისე, რომ ვინმე დანახვისთანავე, ერთი ნახვით შეგყვარებიათ? ან გიფიქრიათ, რომ ეს ის არის, ძალიან ნაცნობი, ახლობელი და "ძალიან შენი"... თუ კი, მაშინ მოგილოცავთ – კარმული კავშირის "მსხვერპლთა" საიში ღირსეული ადგილი გიკავიათ... კარმული კავშირი კი სხვა არაფერია, თუ არა ერთ დროს მეორე ნახევრების ხელმეორე შეხვედრა, სხვა სივრცესა და განზომილებაში. მიჩნეულია, რომ ასეთი ადამიანები ოდესღაც მართლაც იყვნენ წყვილები და ამ ცხოვრებაში მათი ხელახალი შეხვედრის მიზეზი, წარსული ინკარნაციიდან გადმოყოლილი პრობლემების დაბალანსება-მოგვარებაა. თუმცა, სამწუხაროდ, როგორც წესი, პრობლემები პრობლემებად რჩება და ის, ვინც ჩვენდა უნებურად ტკივილს გვაყენებს, გვაიძულებს საკუთარ თავს გადავაბიჯოთ და ტრანსვფორმირდეთ როგორც წესი აუცილებლად გვიბიძგებს კიდეც გაქცევისკენ... და მხოლოდ ერთეულთა ხვედრია, გაუძლოს, განვითარდეს, გარდაისახოს და იქცეს უკეთეს პარტნიორად საკუთარი მეორე ნახევრისთვის, რომელიც ზუსტად რომ ამ ტრანსფორმაციის მოსახდენად მოვიდა თქვენს ცხოვრებაში. 
ძალიან ბევრი ასტროლოგის პრაქტიკაში ვხვდებით ისტორიებს, როცა სრულიად გაწონასწორებულ, ბედნიერი ოჯახური ცხოვრებით კმაყოფილ მამაკაცს ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერი მიუტოვებია და უკან გაჰყოლია ქალს, რომელიც თითქოსდა არაფრით ყოფილა გამორჩეული არავისგან... იგივე ვარიანტი შესაძლოა მოხდეს შებრუნებული სცენარით ქალის შემთხვევაშიც. 


უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ კარმული კავშირები ორგვარი არსებობს – ერთი დამანგრეველი (განკურნების ეფექტით) მაშინ როცა პარტნიორის ზეგავლენა ჩვენს პიროვნულ ზრდას ტკივილისა და სტრესის ხარჯზე იწვევს და მეორე, განმკურნებელი – სამყარო საჩუქრად გვიგზავნის ადამიანს, რომელთანაც ურთიერთობა წარსულ ინკარნაციაში რიგი მიზეზების გამო შეწყდა ან ბოლომდე არ მივიდა (მაგ. საქმრო ომში დაიღუპა, საყვარელი ცოლი მშობიარობას გადაჰყვა ა.შ.). თუმცა მათგან ყველაზე რთული მაინც პირველი ვარიანტია, როცა პარტნიორი ჩვენს ცხოვრებაში მოდის წარსულის სასჯელად... ჩვენ ორი გზა გვაქვს, ან მივიღოთ იგი, ვაპატიოთ და გავუგოთ. ვცადოთ მასთან კომპრომისის ენაზე საუბარი, რაც თავისთავად ითვალისწინებს საკუთარი თავის ახლებურად ხედვას, ან გავექცეთ ამ პრობლემატურ კავშირს (რასაც უმეტეს შემთხვევაში აკეთებენ ადამიანები და ამას "ხასიათების შეუთავასებლობას" უწოდებენ თავის გასამართლებლად) და თავი გაცილებით უფრო მშვიდ და უპრობლემო პარტნიორს შევაფაროთ. მაგრამ ამ დროს არასოდეს გვახსოვს ერთი უმნიშვნელოვანესი კანონზომიერება – ის, რომ ამქვეყნად ყველაფერს თავისი საფასური გააჩნია და გადახდა უნდა ამ საფასურს ადრე თუ გვიან. შესაბამისად, კარმული კავშირი, რომელსაც ჩვენ დღეს დროებითი სიმშვიდის მოპოვების მიზნით გავექცევით, მომავალში გაცილებით უფრო რთული პარტნიორის გამოჩენის შესახებ გვამცნობს ჰორიზონზე... ჰოდა, ღირს კი ვალების გადავადება? 

ავტორ(ებ)ი : astrologi.ambebi.ge