Powered by Jasper Roberts - Blog

12:04 07.03.2017
"ქალი კადრში" - 8-10 მარტს კინოთეატრ რუსთაველში კინოჩვენებათა ციკლი გაიმართება

Cinédoc-Tbilisi-სა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (women)  ერთობლივი ძალისხმევით, ქალთა დღეების აღსანიშნავად, 8-10 მარტის ჩათვლით კინოთეატრ რუსთაველში კინოჩვენებები გაიმართება.

წარმოდგენილი იქნება შემოქმედებითი დოკუმენტური ფილმები, სადაც განსხვავებული ასაკის, პროფესიისა და ინტერესის მქონე ქალები, საკუთარი უნივერსალური ცხოვრებისეული ისტორიებით დომინირებენ.

ეს ისტორიები კიდევ ერთი მკაფიო შეტყობინება იქნება საზოგადოებისადმი, საჭირო ყურადღება დაუთმონ ქალების წინაშე აღმართულ ზღუდეებს, ბარიერებსა და სტიგმას, რომელიც 21- საუკუნეშიც კი მწვავედაა გამოხატული.

კინოჩვენებების ციკლი გაიხსნება ირანელი რეჟისორის, როხსარე გაემ მაგამის გახმაურებული ფილმითსონიტა”, რომლის ჩვენებაც გაიმართება 8 მარტს, 20:00 სთ-ზე, კინოთეატრ რუსთაველის მეხუთე დარბაზში.დასწრება შესაძლებელია მხოლოდ მოსაწვევებით.

9 მარტს, 18:00 სთ-ზე ნაჩვენები იქნება ფრანგი რეჟისორის, მარიივ დე გრავის ფილმი - “ღამისმშვენიერება”.

ამავედღეს, 20:00 სთ-ზეწარმოგიდგენთ ქართველი რეჟისორის, სალომე ჯაშის ფილმსდაისისმიზიდულობა”-.

10 მარტს, 18:00 სთ-ზე ნაჩვენები იქნება ჰელენა ტრეშტიკოვას ფილმიმალორი”.

ხოლო 20:00 სთ-ზე კინო ჩვენებების ციკლი დასრულდება დანიელ აბმას ფილმითტრანზიტჰავანა”.

9-10 მარტს კინოჩვენებები რუსთაველის კინოთეატრის მესამე დარბაზში გაიმართება.

ფილმები იქნება ქართული და ინგლისური სუბტიტრებით.

 

კინო ჩვენებების დასასრულს გაიმართება დისკუსიები, რომლებსაც სპეციალურად მოწვეული მოდერატორები წარუძღვებიან.

ავტორ(ებ)ი :