Powered by Jasper Roberts - Blog

15:15 06.03.2017
კვირის ჰოროსკოპი მიხეილ ცაგარელისგან (6-12 მარტი)

გაიგეთ, რას გიმზადებენ ვარსკვლავები და როგორი იქნება ეს კვირა თქვენთვის.

 

* ვერძი – დაბალი ენერგოტონუსის ფონზე მცირდება სასიცოცხლო პოტენციალიც. აკონტროლეთ საკუთარი სიზარმაცე და სიამოვნების მიზების ზღვარგადასული სურვილი. ყურადღბა მიაქციეთ ჯანმრთელობას, რათა თავიდან აიცილოთ გაციება, ვირუსული დაავადებები და ჯანმრთლეობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები. მეტი დაისვენეთ და გადაერთეთ ცხოვრების მშვიდ რიტმზე, მიენდეთ ინტუიციას, რადგან მხოლოდ მისი წყალობით შეძლებთ სარფიანი და სასარგებლო პროექტების მოძიებას. არაა გამორიცხული თქვენს ცხოვრებაში გამოჩდნენ ადამიანები, რომლებთან ნაცნობობაც ძალიან მალე გადაიზრდება მეგობრობასა ან სასიყვარულო ურთიერთობებში.

 

* კურო – მართალია, მატულობს ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციონალური მდგომარეობაც, მაგრამ მოულოდნელ პრობლემებს შეგიქმნიან ძველი, დაუსრულებელი საქმეები და დაუმთავრებელი ურთიერთობები. სურვილის მიუხედავად, იძულებული გახდებით გაიაროთ ეს მძიმე პერიოდი, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ საკუთარ ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებების შეტანას. გააქტიურდით და იმოქმედეთ თამამად, რადგან სწორედ ამ კვირაში მოგეცემათ პრობლემების მოგვარების საუკეთესო შესაძლებლობა.

 

* ტყუპები – მცირდება ენერგოტონუსი, არასასიამოვნო ცვლილებებია მოსალოდნელი პროფესიონალურ საქმიანობასა და გარშემომყოფებთან ურთიერთობაში, რადგან მოულოდნელად აღმოაჩენთ, რომ ერთ დროს ახლობელი ადამიანები საერთოდ გაქრნენ თქვენი ცხოვრებიდან. თუმცა, ძველ მეგობრებთან ურთიერთობის გაწყვეტის მიუხედავად, ამ კვირაში მაინც შეძლებთ ახალი ნაცნობების შეძენას და საჭირო კონტაქტების დამყარებას. კარგი პერიოდია ცოდნის შესაძენად, ინფორმაციის მისაღებად და მოგზაურობის დასაგეგმად.

 

* კირჩხიბი – მატულობს ენერგოტონუსი და შემოქმედებითი პოტენციალი, სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციონალური მდგომარეობა. გახდებით უფრო აქტიური, ენერგიული და ინიციატივიანი. შესაძლოა გაემგზავროთ სამოგზაუროდ ან გაიცნოთ ადამიანები, რომლებიც შინაგანი შიშებისა და კომპლექსების დამარცხებაში დაგეხმარებიან. კარგი პერიოდია კარიერული ზრდისა და პროფესიონალური განვითარებისთვის, ახალი პარტნიორების შესაძენად და ბიზნეს-კონტაქტების დასამყარებლად.

 

* ლომი – მცირდება ენერგოტონუსი, არასტაბილური იქნება ემოციონალური მდგომარეობაც. მეტი ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობას, რათა თავიდან აიცილოთ ინფექციური დაავადებები.

გამოიჩინეთ ტაქტი და თავშეკავება, რათა საკუთარი უკმეხობით არც განწყობა გაიფუჭოთ, არც გარშემომყოფებთან შეიქმნათ დამატებითი პრობლემები. მეტი დაისვენეთ და გადაერთეთ ცხოვრების მშვიდ რიტმზე, მოერიდოთ სარისკო მოქმედებებს და საკუთარ თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობის აღებას. მართალია, ერთიანობაში კვირა ნაკლებად პოზიტიურია, მაგრამ მაინც შეძლებთ გარკვეული სირთულეების მოგვარებას და მეტ-ნაკლები სტაბილურობის შენარჩუნებას.

 

* ქალწული – იძულებული გახდებით მეტი დრო დაუთმოთ პარტნიორებს, რომლებიც ერთის მხრივ ახალ იდეებს შემოგთავაზებენ, მეორეს მხრივ კი, ზედმეტ პასუხისმგებლობას დაგაკისრებენ. მართალია, მოგიწევთ სხვისი საქმეების მოწესრიგება, რაც ნაკლებად სასიამოვნო იქნება, მაგრამ აუცილებლად შეიძენთ ახალ ცოდნას და გამოცდილებას. კარგი პერიოდია მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, პროფესიონალური წინსვლისა და კარიერული განვითარებისთვის.

 

* სასწორი – მცირდება ენერგოტონუსი, არასტაბილური იქნება ემოციონალური მდგომარეობაც. მართალია, დიდი დროსა და ენერგიას დახარჯავთ საქმეების შესრულებაზე, მაგრამ ეცადეთ არ გადაიტვირთოთ, რადგან გადაღლილობა ნეგატიურად აისახება თქვენს ნერვულ სისტემაზე. არ ღირს პარტნიორების იმედზე ყოფნაც, რადგან არაფრად ჩააგდებენ თქვენს ინტერესებს და მხოლოდ გულს დაგწყვეტენ.

 

* მორიელი – მატულობს ენერგოტონუსი, გახდებით უფრო აქტიური და ენერგიული, შეძლებთ ინიციატივის, საკუთარი ორგანიზატორული ნიჭის და შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას. შესაძლოა იპოვნოთ ახალი სამსახური ან დაინტერესდეთ ახალი საქმით და საკუთარ თავზეც უფრო მეტი პასუხისმგებლობა იტვირთოთ, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს თქვენს პროფესიონალურ ზრდას და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

 

* მშვილდოსანი – მოგიწევთ საკუთარი პოზიციების აქტიურად დაცვა, მნიშვნელოვანი იქნება ახლობლების მხრდაჭერის მოპოვებაც, რადგან მხოლოდ მათი ხელშეწყობით შეძლებთ საკუთარი იდეების განხორციელებას. მეტი ყურადღება მიაქციეთ ოჯახის წევრებს და საშინაო საქმეებს, არაა გამორიცხული სხვების ნაცვლად იტვირთოთ პასუხისმგებლობა და იძულებული გახდეთ ოპერატიულად მოაგვაროთ ყველა პრობლემა.

 

* თხის რქა – საკმაოდ კარგი და ჰარმონიული პერიოდია, იგრძნობთ ძალის და ენერგიის მოზღვავებას, შეძლებთ ახალი ნაცნობების შეძენას და საჭირო კონტაქტების დამყარებას. მოულოდნელი ცვლილებებია მოსალოდნელი ოჯახში, შესაძლოა გამოაშკარავდეს ძველი საიდუმლო, რომელიც ერთის მხრივ შინაგანი შიშებისგან გაგანთავისუფლებთ, მეორეს მხრივ კი, თქვენს მობილიზაციას შეუწყობს ხელს და დიდი ხნის პრობლემების გადაწყვეტაში დაგეხმარებათ.

 

* მერწყული – მცირდება ენერგოტონუსი, არასტაბილური იქნება ემოციონალური მდგომარეობაც. მეტი ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობას, დაისვენეთ და გადაერთეთ ცხოვრების მშვიდ რიტმზე. გამოიჩინეთ მეტი ტაქტი და თავშეკავება, რათა უმიზეზოდ არ დაძაბოთ  პარტნიორებთან ურთიერთობა. მიუხედავად ნეგატიური ტენდენციებისა, კარგი პერიოდია მსხვილი საყიდლების გასაკეთებლად, გაძლიერდება თქვენი ინტუიციაც, რომელიც დაგეხმარებათ მეტად შემოსავლიანი პროექტების მოძიებაში.

 

* თევზები – თქვენს ცხოვრებაში განვითარების ერთწლიანი პერიოდი იწყება. მატულობს ენერგოტონუსი და ინტუიცია, იგრძნობთ ძალის და ენთუზიაზმის მოზღვავებას, სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციონალური მდგომარეობაც. შეძლებთ საჭირო კონტაქტების დამყარებას და იდეების განხორციელების მარტივ გზების მოძიებას. კარგი პერიოდია მსხვილი კაპიტალდაბანდებისთვის, რაც მომავალში აუცილებლად გაზრდის თქვენს მატერიალურ შემოსავალს. განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ თუ საზოგადოებრივ ან პარტნიორების ფინსნებზე ხართ პასუხისმგებელი, რადგან თქვენმა უყურადღებობამ თავისუფლად შეიძლება გამოიწვიოს მატერიალური დანაკარგები.

ავტორ(ებ)ი : astrologi.ge