Powered by Jasper Roberts - Blog

19:40 02.03.2017
სირიის ჯარებმა, რუსული ავიაციის დახმარებით, ქალაქ პალმირიზე კონტროლი დაამყარეს

რუსული სააგენტოების ინფორმაციით, სირიის ჯარებმა, რუსული ავიაციის დახმარებით, ქალაქ პალმირიზე კონტროლი დაამყარეს. ეს ფაქტი რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ პირადად მოახსენა პრეზიდენტ პუტინს. უფრო ადრე, 2 მარტს დილით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სირიის ჯარები რამდენიმე მხრიდან შევიდნენ პალმირიში და ქალაქის ცენტრში განლაგდნენ. წუხელ SANA-ამ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა დატოვეს ქალაქი და მთებს შეაფარეს თავი. როგორც ცნობილია, 2016 წლის გაზაფხულზე ხელისუფლებამ ერთხელ უკვე გაწმინდა ქალაქი, მაგრამ დეკემბერში ისევ დაკარგა მასზე კონტროლი. პალმირი იუნესკოს ძეგლთა სიაში შეტანილი ანტიკური ქალაქია, რომელიც ნანგრევებად იქცა.     

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge