Powered by Jasper Roberts - Blog

17:07 02.03.2017
79 წლის ადრიანო ჩელენტანო დახმარებას ითხოვს!

ცოტა ხნის წინ 79 წლის ადრიანო ჩელენტანომ სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა დახმარებისთვის. ლეგენდარული იტალიელი მომღერალი და მსახიობი ამტკიცებს, რომ მის სახლს უთვალთვალებენ და ვიღაც ცდილობს, მას და მის 73 წლის ცოლს კლაუდია მორის ავნოს. 

მსახიობი ამტკიცებს, რომ უცნობები შეიჭრნენ მის სახლში, ასევე ჩაამტვრიეს ფანჯარა მისი ცოლის მანქანაში, თუმცა არაფერი წაუღიათ. 


“რამდენიმე დღეა ექვსი ადამიანი უთვალთვალებს ჩემს სახლს. ერთი-ორჯერ წავასწარი, რომ შიგნითაც შემოაღწიეს და მერე თვალს მიეფარნენ. აუცილებლად გვჭირდება დახმარება” - წერს ადრიანო სოციალურ ქსელში. 


მსახიობმა სამართალდამცავ ორგანოებს ვიდეოკამერების ჩანაწერებიც გადასცა და ამის შემდეგ დაადასტურეს პოლიციელებმა, რომ სავარაუდოდ, ადრიანოს შიშები არ არის სიბერის ჰალუცინაციები და მართლაც რაღაც ხდება. სამართალდამცველები პატრულირებას დაიწყებენ მის სახლთან და ეცდებიან, ჩელენტანო და მისი საყვარელი ცოლი დაიცვან.
ავტორ(ებ)ი : movlenebi.ge