Powered by Jasper Roberts - Blog

14:11 02.03.2017
5 ტკბილეული, რომელიც არ ასუქებს (5 ფოტო)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ზეფირი


ტკბილეულში თავი რომ არ შეიზღუდოთ, არჩევანი შეაჩერეთ ზეფირზე. თუ დღეში ერთი ზეფირით პირს ჩაიტკბარუნებთ, ზედმეტი კილოგრამების ნუ შეგეშინდებათ. თანაც, ზეფირი თქვენს ორგანიზმს გაამდიდრებს რკინით, ფოსფორითა და ცილით, რაც კუნთოვანი ქსოვილისთვის სასარგებლოა.

 


შავი შოკოლადი


დამტკიცებულია, რომ მწარე შოკოლადი, რომელიც დიდი რაოდენობით კაკაოს შეიცავს, არა მხოლოდ გემრიელი, სასარგებლოცაა. კვლევები აჩვენებს, რომ შავი შოკოლადი სტრესის, დეპრესიის დაძლევაში დაგეხმარებათ და თქვენს გულ-სისხლძარღვთა სისტემასაც გააძლიერებს.

 

 

თხილი


მან, ვინც სპორტითაა დაკავებული და თავის კვებას ყურადღებას აქცევს, იცის, რომ თხილი საუკეთესო ნუგბარია წახემსებისთვის, საუზმეს, სადილსა თუ ვახშამს შორის. ის სასარგებლო და თან ძალიან გემრიელია. შეგიძლიათ, დესერტადაც მიირთვათ, თუმცა ბევრს ნუ შეექცევით. არ დაგავიწყდეთ, რომ თხილი კალორიულია. დიეტოლოგები გირჩევენ, დღეში ერთ მუჭა თხილზე მეტი არ მიირთვათ. 

 

 

ჩირი


ორგანიზმზე თავისი მოქმედებით ჩირი ძალიან ჰგავს თხილს. თითოეული ხილის ჩირში განსაკუთრებული ვიტამინები და ის ელემენტებია, რომელიც ორგანიზმს ნორმალურ მუშაობაში ეხმარება. დიეტოლოგები გირჩევენ, მიირთვათ გარგარის ან ლეღვის ჩირი, ქიშმიში კანფეტების ნაცვლად. თუმცა მათ კალორიულობასაც ნუ დაივიწყებთ. 

 

 

კენკრა და ხილი


კანფეტი გინდათ? მიირთვით ვაშლი ან კენკრა. იზრუნეთ თქვენი საყვარელი ხილის მომარაგებაზე ზაფხულში, გაყინეთ და ზამთრისთვის შეინახეთ. თავიანთ სასარგებლო თვისებებს ისინი არ დაკარგავენ, სამაგიეროდ, ფრუქტოზის ხარჯზე ტკბილეულის სურვილს მოგიკლავენ. შეგიძლიათ, დაამატოთ ისინი იოგურტში ან მიირთვათ სმუზის სახით.

 

ავტორ(ებ)ი : funtime.ge