Powered by Jasper Roberts - Blog

23:56 01.03.2017
დონალდ ტრამპს კონგრესში 92-ჯერ დაუკრეს ტაში, ასეთი რამ არ მახსოვს - გიორგი ჩხუბიანიშვილი

ამერიკის ხმისა და რადიო თავისუფლების ყოფილი ჟურნალისტი, ამერიკის მოქალაქე და რესპუბლიკელების მხარდამჭერი გიორგი ჩხუბიანიშვილი კომენტარს აკეთებს დონალდ ტრამპის გუშინდელ გმოსვლაზე კონგრესის წინაშე: „გუშინ ამერიკის კონგრესის წინაშე პირველად სიტყვით გამოვიდა ამერიკის 45-ე პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი. მისმა გამოსვლამ 1 საათი და 7 წუთი გასტანა. ამ ხნის განმავლობაში, მას 92-ჯერ ტაში დაუკრეს. არ მახსოვს ასეთი რამ წინა პრეზიდენტების გამოსვლებში. ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, პრეზიდენტის გამოსვლა 69 პროცენტმა მოიწონა. ამასობაში "დოუ ჯონსმა" ახალი ისტორიული რეკორდები დაამყარა. კმაყოფილი ვარ რომ ტრადიციულად ხმა მივეცი რესპუბლიკელ პრეზიდენტს.“, აცხადებს გიორგი ჩხუბიანიშვილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge