Powered by Jasper Roberts - Blog

15:48 01.03.2017
''ოსკარზე'' ფილმების არევა ლეონარდოს დააბრალეს

ლეონარდო დი კაპრიო და “ოსკარი” ის თემაა, რომელიც ალბათ ყველამ იცის. ჰოლივუდის მსახიობი წლები ელოდა სასურველ ჯილდოს და მხოლოდ შარშან, “გადარჩენილმა” მოუტანა ეს აღიარება. ტრადიციულად, შარშანდელმა ოსკაროსანმა უნდა გამოაცხადოს შემდეგი წლის პრემიის მფლობელი. ლეოს დაეკისრა ქალის როლის საუკეთესო შემსრულებლის დაჯილდოება. 



ლეოს გამარჯვებულისთვის გადასაცემი კონვერტი გადასცეს. მან კონვერტი გახსნა, წარმოთქვა “ემა სტოუნი” და გადასცა. მოუსმინა სამადლობელ სიტყვას და კულისებში გაემართა, სადაც მოხდა ყველაზე საინტერესო რამ. 



ინტერნეტმომხმარებლების ვერსიით, სწორედ ლეომ დაგეგმა კონვერტების არევასთან დაკავშირებული ალიაქოთი. სავარაუდოდ, მან სპეციალურად მისცა შოუს პროდიუსერებს კონვერტი (სადაც ეწერა “ემა სტოუნი. ლა-ლა-ლენდი”) და იმედი ჰქონდა, რომ ბოლომდე ვერავინ შენიშნავდა შეცდომას. მაყურებლის აზრით, ასე იძია კინოაკადემიაზე შური ლეომ იმისთვის, რომ წლების განმავლობაში არ აჯილდოებდნენ. 
ავტორ(ებ)ი : movlenebi.ge