Powered by Jasper Roberts - Blog

11:32 01.03.2017
პირველი მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
მომხიბვლელი და მიზანსწრაფული ხართ. კოლეგები საქმეების მოგვარებაში დაგეხმარებიან. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ. 

კურო
ნუ გადაიღლებით მუშაობით. გააუმჯობესეთ ურთიერთობა უფროსთან. პირადი ცხოვრება სასიამოვნო სიურპრიზებითაა მდიდარი. 

ტყუპი
დღე სამსახურის საქმეებს დაუთმეთ, მაგრამ საღამოსთვისაც მოიტოვეთ დრო, მეგობრებთან ერთად იმხიარულეთ. მეტი მზრუნველობა გელით ოჯახის წევრების მიმართ. 

კირჩხიბი
შანსი მოგეცემათ გამოავლინოთ თქვენი ნიჭი, ორგანიზატორული შესაძლებლობა. გააუმჯობესეთ ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორთან. 

ლომი
დილიდან ჩამოწერეთ შესასრულებელი საქმეების სია. არ იზარმაცოთ, ვალდებულებები სხვებს არ დააკისროთ. სარამო საყვრელ ადამიანთან ერთად გაატარეთ. 

ქალწული
დაიცავით საკუთარი პოზიცია, მოსაზრება, მაგრამ არ იკამათოთ. კარგი დღეა იდეების განახილველად, ინტელექტუალური ცოდნის გამოსამჟღავნებლად. საყვარელი ადამიანი სურვილებს აგისრულებთ. 

სასწორი
მოვლენებით მდიდარი დღე გელით. ახალ სფეროში მოსინჯეთ საკუთარი თავი. საღამოს რომანტიკულ განწყობაზე იქნებით და საყვარელ ადამიანს გაამხიარულებთ. 

მორიელი
დღეს შრომა მოგიწევთ. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ, ძილის წინ სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ. 

მშვილდოსანი
კეთილი და პოზიტიური დღე გელით. თავადაც პოზიტიური უნდა იყოთ. საქმეები დაკვირვებით მოაგვარეთ. საყვარელი ადამიანი თუ ჭირვეულობს, უნდა გაუგოთ. 

თხის რქა
წარმატებული დღე გელით. ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით. როცა გაქებენ, შეიფერეთ. საღამო საკუთარ თავს დაუთმეთ. 

მერწყული
ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას მეტი დიპლომატია გმართებთ. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეები გელით. 

თევზები
საინტერესო საქმიან შემოთავაზებას მიიღებთ. საყვარელ ადამიანთან ერთად ჩამოწერეთ სამომავლო გეგმა. საღამოს დაისვენეთ, ძალები აღიდგინეთ.

ავტორ(ებ)ი : astrologi.ambebi.ge