Powered by Jasper Roberts - Blog

20:13 28.02.2017
ნანა ჯორჯაძის ფილმმა ჰოლივუდის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე 5 ნომინაციაში გაიმარჯვა

ოსკარზე ნომინირებული ქართველი რეჟისორის, ნანა ჯორჯაძის ფილმმა ღვინის ნულოვანი მერიდიანი ჰოლივუდის დამოუკიდებელი დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე 5 ნომინაციაში გაიმარჯვა.საუკეთესო პროდიუსერის პრიზი შალვა ხეცურიანმა მიიღო, საუკეთესო სცენარის ავტორის - თამარ ბართაიამ. ნანა ჯორჯაძემ წლის საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში გაიმარჯვა.ფესტივალზე ასევე გაიმარჯვეს ოპერატორმა მიხეილ კვირიკაძემ და მსახიობმა რევაზ ხეცურიანმა. ეს ფილმის პირველი წარმატება არ არის, მას ესპანეთში გამართულ ღვინის საერთაშორისო კინოფესტივალზე წლის საუკეთესო ფილმის ტიტული ერგო.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge