Powered by Jasper Roberts - Blog

15:59 28.02.2017
ნიკოლ კიდმანი და კიტ ურბანი „ოსკარის“ წითელი ხალიჩიდან კინაღამ გააგდეს

 

ნიკოლ კიდმანისა და კიტ ურბანის ქორწინება უკვე დიდი ხანია ყვითელ პრესას მოსვენებას არ აძლევს.

წყვილს ხშირად აწერდნენ ურთიერთობაში სერიოზულ კრიზისსა და განქორწინებას. ცნობილები ამაზე კომენტარს არ აკეთებენ და გრძნობების საჯაროდ დემონსტრირებით პასუხობენ. „ოსკარის“ წითელ ხალიჩაზე კიდმანი და ურბანი ვნებიანი კოცნით

ისე გაერთნენ, რომ რეპორტიორებმა და სტუმრებმა მათ „გადადგომა“ ურჩიეს.

 

 


შეგახსენებთ, რომ ნიკოლ კიდმანი და კიტ ურბანი 2006 წელს დაქორწინდნენ და ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე მტკიცე წყვილად ითვლება.

 

 


რაც შეეხება „ოსკარს“, წელს კიდმანი ნომინირებული იყო ფილმისთვის „ლომი“ და მისი გამარჯვების ძალიან დიდი შანსები იყო. თუმცა ქანდაკება ვაიოლა დევისს ერგო.

 

 

 



ავტორ(ებ)ი : beaumonde.ge