Powered by Jasper Roberts - Blog

15:52 28.02.2017
რეგიონებში ტურიზმის განვითარების მიზნით მემორანდუმი გაფორმდა

 საქართველოს რეგიონებში ტურიზმის სექტორის განვითარების მიზნით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და USAID-ის პროექტ Zrda-ს ხელმძღვანელმა ბრაიან კინგმა ბორჯომში ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერეს. შეთანხმების მიზანია, სამცხე-ჯავახეთში აგრო, ეკო, სათავგადასავლო და კულტურული ტურიზმის ხელშეწყობა.

 

მემორანდუმის მიზანია ტურიზმის სექტორის ხელშეწყობა სამეგრელო ზემო-სვანეთის მხარესა და პანკისის ხეობაში. მემორანდუმის ხელმოწერის პარალელურად ბორჯომში კერძოსექტორის წარმომადგენლებთან მე-4 სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც სამცხე-ჯავახეთში ტურიზმის განვითარების შესაძლებლობები და სფეროში არსებული გამოწვევებიგანიხილეს.

 

 

 

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge