Powered by Jasper Roberts - Blog

11:07 28.02.2017
28 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
საქმეებითა და მოვალეობებით დატვირთული დღე გელით. დრომ შეიძლება ისე გაირბინოს, რომ ვერც გაიგოთ. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ. 


კურო
ლიდერის თვისებები უნდა გამოავლინოთ. გააერთიანეთ თანამოაზრეები და ახალი პროექტი განიხილეთ. საყვარელი ადამიანის მიმართ მეტი მზრუნველობა გმართებთ. 


ტყუპი
სასიამოვნო მომენტებით დატვირთული დღე გელით. იყავით მოვლენების ეპიცენტრში, რათა არაფერი გამოგრჩეთ. ნუ მოგერიდებათ, გული გადაუშალეთ გარშემო მყოფებს. 


კირჩხიბი
აქტიური და მიზასწრაფული ხართ. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ გაგიკვირდებათ, თუ დღეს უფროსი დამატებითი და საპასუხისმგებლო საქმეებით დაგტვირთავთ. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ. 


ლომი
მხნე, კომუნიკაბელური და პოზიტიური ხართ. დაიწყეთ ახალი საქმეები. საყვარელი ადამიანის მიმართ მეტად მზრუნველი უნდა იყოთ. საღამოს სიურპრიზი გელით. 


ქალწული
იყავით პოზიტიური და გულგახსნილი გარშემო მყოფების მიმართ. საღამო ნათესავებთან ერთად გაატარეთ. ოჯახის წევრები თქვენს მზრუნველობას საჭიროებენ. 


სასწორი
სასიამოვნო შეხვედრებისა და ნაცნობობის დღეა. საქმიანი შეხვედრაც კი მხიარულად ჩაივლის. კარგი დღეა გარდერობის გასაახლებლად. 


მორიელი
კოლეგებთან ერთად განიხილეთ ახალი იდეები. საღამოს სამსახურში გვიანობამდე ნუ გაჩერდებით. შინ ოჯახის წევრები და ბავშვები გელიან. 


მშვილდოსანი
საინტერესო და უჩვეულო იდეა დაგებადებათ. გაუზიარეთ ის თანამოაზრეებს. გამოცდილ მეგობრებს ჰკითხეთ რჩევა. საღამოს შეეხმიანეთ ნათესავებს. 


თხის რქა
სიზარმაცესა და აპათიას ნუ დაამარცხებინებთ თავს. იყავით საქმიანი. საღამოს საყვარელ ადამიანთან ერთად სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ. 


მერწყული
წარმატება გელით ახლ წამოწყებებში. საღამო გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან. 


თევზები
კარგი დღეა გარდერობის გასაახლებლად, იმიჯის შესაცვლელად. საღამოს ოჯახის წევრებს შინაურული დღესასწაული მოუწყვეთ. საჩუქრები და სიურპრიზები გელით.

ავტორ(ებ)ი : astrologi.ambebi.ge