Powered by Jasper Roberts - Blog

23:27 27.02.2017
13 მარტს, ოპერის თეატრში, საქველმოქმედო კონცერტზე ნინო მაჩაიძე იმღერებს

13 მარტს, ოპერის თეატრში განსაკუთრებული საღამო ელის თბილისელ მსმენელს, რადგან ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად სცენაზე განუმეორებელი ნინო მაჩაიძე იდგება, კონცერტს ნიკოლოზ რაჭველი უდირიჟორებს, სოლისტი - გიორგი ცაგარელი (Viola). გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფის) ინიციატივით მიმდინარეობს კამპანია „დაინახე ყველა ფერი“, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების დამოკიდებულების, ქცევის ნორმების შეცვლას და სტიგმის დაძლევას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების მიმართ. საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი, ნიკოლოზ რაჭველი და ხელოვანთა კავშირი Conceptart უერთდებიან ამ კამპანიას და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში დაგეგმილ საღამოს აღნიშნულს კამპანიას მიუძღვნიან. 

2005 წლიდან მოყოლებული არდარჩენილა არც ერთი მნიშვნელოვანი ბეჭდური თუ ტელე მედია, რომელსაც მთელი მსოფლიოსთვის არ ეუწყებინოს შეუდრებელი ქართველი სოპრანოს შესახებ. „მისი ხმა უმშვენიერეს ფერთა გამაა!“ „ნინო მაჩაიძე დაიბადა სიმღერისთვის!“ „ ის ქართული სენსაციაა!“ ეს გხლავთ ამონარიდები The New York Times , The Hollywood Reporter, Opera Today გამოცემებიდან. მისი შემოქმედებითი გზა ერთი შეხედვით ზღაპარის სიუჟეტს მოგვაგონებს, მაგრამ ამვე დროს სხვაგვარად არც შეიძლებოდა მომხდარიყო, ლა-სკალას აკადემიაში სასწავლებლად ჩასვლიდან ერთ თვეში ნინო მაჩაიძე პირდაპირ დიდ სცენზე გადაიყვნეს მთავრი პარტიების შესასრულებლად. 2011 წელს საფრანგეთის თეატრების საუკეთესო სოლისტად აღირეს, ხოლო 2013-ში ესპანეთის თეატრებში მოღვაწე დახლოებით 600 სოპრანოს შორის საუკეთესოდ დასაახელეს. ბოლო წლების თითქმის ყველა გამოკითხვაში ის ასევე, ყველა ათეულის უპირობო ლიდერია. მაგრამ ალბათ, ვერფერი შეედრება სიხარულისა და ბედნიერების განცდას, როდესაც მის უმშვენიერეს ხმას მისივე შეუდარებელი არტიტიზმი ავსებს, მისი როლებით განებივრებულია ლა-სკალას, ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ-ოპერის, ლონდონის კოვენტ-გარდენისა და სხვა ცნობილი თეატრების მაყურებელი, რომელიც ყოველი სპექტკლის შემდეგ საათობით ელოდება ნინო მაჩაიძეს ავტოგრაფის მისაღებად.

პლასიდო დომინგო, ლეო ნუჩი, რონალდო ვილაზონი, რობერტო ალანია, ფაბიო ლოიზი, დანიელ გატი, რენატო ბრუზონი, გუსტავო დუდამელი, ფრანკო ზეფირელი - მისი შემოქმედებითი პარტნიორები მსოფლიო თეატრებსა და საკონცერტო დარბაზების სცენებზე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge