Powered by Jasper Roberts - Blog

16:37 27.02.2017
5 რჩევა დილიდან საღამომდე პროდუქტიულობისთვის

პროდუქტიულობის საიდუმლო — არც ისეთი რთული საიდუმლოა. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ მთელი დღის მანძილზე შესასრულებელ საქმეს, აკონტროლოთ სიტუაცია და ზედმეტად არ გადაიღალოთ.


ცოტა ხნის წინ სტენფორდის უნიერსიტეტში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ პროდუქტიულობა მკვეთრად ეცემა 50 საათიანი სამუშაო კვირის დროს, ხოლო ისინი, ვინც კვირაში 70 საათს მუშაობს, დამატებით 20 საათში მხოლოდ მცირედის გაკეთბას ახერხებენ. ამრიგად, პრობლემა არის არა იმაში, რომ საქმის საკეთებლად მეტი დრო გამოვნახოთ, არამედ იმაში, რომ რაციონალურად გამოვიყენოთ ის დრო, რომელიც გვაქვს. ქვემოთ მოყვანილი ხუთი სასარგებლო რჩევა დაგეხმარებათ პროდუქტიულობის გაზრდაში და ყოველდღიურ რუტინასთან გამკლავებაში.



1. დაიწყეთ დღე სწორად
ის, თუ როგორ იწყებთ დილას, ქმნის მთელი დღის განწყობას. თუ დილით ადრე გაიღვიძებთ და სრულ სამუშაო მზადყოფნაში მოიყვანთ თავს, დღის მანძილზე უფრო მეტს მოასწრებთ. გარდა ამისა, საჭიროა დღე პოზიტიური ნოტით დაიწყოთ. ყველაზე მეტად ადამიანები ფოკუსირებული არიან იმაზე, თუ რისი მოსწრება ვერ შეძლეს წინა დღეს, მაგრამ საკუთარი დროის გაცილებით წარმატებულად გამოყენებისთვის, საჭიროა პრიორიტეტები თავიდან დასვათ და შეუდგეთ მიმდინარე დღისთვის დასახული მიზნების მიღწევას. გადადეთ ტელეფონი, ელ-ფოსტა და დაიწყეთ გონებრივი საქმიანობის მასტიმულირებელი რაიმე ვარჯიშით ან ფიტნესით. ფიზიკური ვარჯიში ასხდენს სისხლის მიმოქცევის სტიმულაციას და დაგმუხტავთ, იოგა კი თავს გაგითავისუფლებთ.



2. გამოიყენეთ აივი ლის მეთოდი პროდუქტიულობის ასამაღლებლად 
ეს არის პროდუქტიულობის ამაღლების ძველი სტრატეგია, სადაც ყოველი დღის ბოლოს რეკომენდირებულია შეადგინოთ იმ ექვსი მნიშვნელოვანი საკითხის სია, რომელთა გაკეთებაც მომდევნო დღეს გინდათ. დავალებები სიაში უნდა ჩამოწეროთ მნიშვნელოვნების შესაბამისად, ბოლოს უნდა იყოს ყველაზე ნაკლებ მნიშვნელოვანი. ამ მეთოდის არსი არის არა იმაში, რომ რაც შეიძლება მალე გაუმკლავდეთ ყველა საკითხს, არამედ იმაში, რომ მობილიზდეთ სიაში პირველ ადგილზე ჩაწერილი საკითხის მოსაგვარებლად. შემდეგ გადადით მეორე საკთხზე, ოღონდ პირველი უკვე მოგვარებული უნდა გქონდეთ. ასე გააგრძელეთ მანამ, სანამ ყველა საკითხს არ შეასრულებთ.

ჯეიმს კლირმა, რომელიც არის პროდუქტიულობის საკითხზე გამოცემული წიგნის ავტორი, განაცხადა, რომ 1918 წელს აივი ლიმ, რომელიც შემდგომში პროდუქტიულობის დარგში კონსულტანტი გახდა, ერთხელ კომპანია Bethlehem Steel-ის პრეზიდენტს ჩარლზ შვაბს შესთავაზა რომ ეს მეთოდი შეეტანა თანამშრომლების პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით სამუშაო პროცესში. შვაბმა დაუჯერა და როცა ძალიან კარგი შედეგი დაინახა, კონსულტანტს მაშინვე გამოუწერა 25 000 დოლარიანი ჩეკი - ეს იმ დროისთვის ძალიან დიდი თანხა იყო.


3. შეეცადეთ პოლიფაზური ძილით იძინოთ
ჩვეულ რეჟიმში ადამიანს მხოლოდ ღამით უნდა ეძინოს, მაგრამ თუ თქვენ მოახერხებთ სამუშაო დღის მანძლზე წათვლიმოთ მაგალითად შესვენებისას, ეს ნამდვილად დაგეხმარებათ დარჩენილი სამუშაო დრო უფრო პროდუქტიულად გაატაროთ. პოლიფაზური ძილი — არის მეთოდი, რომლის დროსაც ჩვეულებრივ 7 საათიან მონოფაზურ ძილს ანაწილებენ და ყოველ ექვს საათში იძინებენ 30 წუთით. ამასთან, თქვენ გაგიჩნდებათ დამატებით ხუთი საათი ძილისთვს მთლი დღის მანძილზე, სცადეთ, იქნებ ასეთი რეჟიმი უფრო სასარგებლო იყოს თქვენთვის.



4. ცხოვრებას უყურეთ ოპტიმისტურად
უორიქსის უნივერსიტეტში ჩატარდა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ ბედნიერი თანამშრომლები გაცილებით უფრო ენერგიულად მუშაობენ. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ხალისიან ადამიანებთან ერთად მუშაობისას დანარჩენების პროდუქტიულობა იზრდებოდა 12%-ით. თუ გინდათ, რომ საქმიანობის სფეროში მაღალპროდუქტიული მაჩვენებელი გქონდეთ, აუცილებლად იმუშავეთ ხალისიან თანამშრომლებთან ერთად და მოერიდეთ მათ, ვინც ნეგატივზეა მომართული. გარდა ამისა, თქვენც შეგიძლიათ სხვების პროდუქტიულობის ამაღლება კარგი განწყობის შენარჩუნებით და გამოვლენით - ეს ყველასთვის სასარგებლო იქნება.



5. სვით ყავა
სიახლე ყველა ყავამანისთვის: კვლევები აჩვენებენ, რომ ყავა პროდუქტიულობის დონეს ამაღლებს. ჯეფ ბეკლი, რომელიც არის ექსკლუზიური ყავის ბრენდის Gayo Kopi-ს დამფუძნებელი, აცხადებს: «ყავა უდიდეს დახმარებას გაგიწევთ პროდუქტიულობის გაზრდაში. დღის მანძილზე, ნეირონების აქტივაციისას ტვინში ხდება ადენოზინის გამომუშავება, რომლის მუდმივი გამომუშავების შედეგად ადამიანი თავს დაღლილად და მოტეხილად გრძნობს. ყავა დაგეხმარებათ ამ ეფექტთან გამკლავებაში და შეასრულებს ადენორეცეპტორების როლს, რომლებიც ახდენენ ადენოზინის ბლოკირებას».

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge