Powered by Jasper Roberts - Blog

15:49 27.02.2017
თავდაცვის მინისტრი მოდიფიცირებული ჯავშანმანქანის ტესტირებას დაესწრო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გენერალური შტაბის უფროსთან, ბრიგადის გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად ვაზიანის საწვრთნელ პოლიგონზე მოდიფიცირებული ჯავშანმანქანის EJDER საკონტროლო ტესტირებას დაესწრო.

 

დაჯავშნული ავტომანქანა ბრძოლის ველზე პირადი შემადგენლობის ტრანსპორტირებისთვის და ასევე, ქვეითების საცეცხლე მხარდაჭერისთვის გამოიყენება

მინისტრმა პოლიგონზე სამხედრო აღჭურვილობა დაათვალიერა და EJDER-ის დანიშნულების, ფუნქციების და ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

 

მინისტრთან ერთად ვაზიანის პოლიგონი მოვინახულეთ, სადაც შეჯავშნული მანქანების EJDER-ის სასწავლო ტარებას დავესწარით, ოფიცრებმა აღნიშნული მანქანის ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები გაგვაცნეს. ისინი პირადი შემადგენლობის უსაფრთხო გადაყვანაში დაგვეხმარება“ - განაცხადა გენერალური შტაბის უფროსმა.

 

 

ბრიგადის გენერლის განცხადებით, ჯავშანმანქანები უახლოეს მომავალში საბრძოლო ქვედანაყოფებში გადანაწილდება და მათ შეზღუდული ოპერაციების პირობებში გამოიყენებენ.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge