Powered by Jasper Roberts - Blog

12:58 27.02.2017
საუკეთესო ფილმად, Moonlight-ის ნაცვლად, შეცდომით La La Land დაასახელეს

ოსკარის დაჯილდოვების 89-ე ცერემონიალზე მომხდარი შეცდომის შესახებ, რომლის დროსაც უორენ ბიტიმ და ფეი დანევეიმ, წლის საუკეთესო ფილმად, Moonlight-ის ნაცვლად, შეცდომით დაასახელეს La La Land, ემა სტოუნმა დაჯილდოების შემდგომ პრეს-კონფერენციაზე ისაუბრა.

 

უორენ ბიტიმ შეცდომის შემდეგ რამდენიმე წამში სცენაზევე განმარტა რა მოხდა. მსახიობის თქმით, მან კონვერტიდან შეცდომით სხვა ბარათი ამოიღო, რომელზეც "ემა სტოუნი - ლა ლა ლენდი" ეწერა და ამიტომ შეეშალათ.

 

თავად ემა სტოუნი კი ამბობს, რომ ბარათი, რომელზეც ეწერა, რომ მან საუკეთესო მსახიობი ქალის როლი მიიღო თვითონ ჰქონდა:


"არ მინდა, რამე ისეთი გამოვიწვიო, მაგრამ ბარათი მე მქონდა და არ ვიცი იქ რა მოხდა."

 

 

ემამ ასევე აღნიშნა, რომ ძალიან მოსწონს და უყვარს Moonlight და ლა ლა ლენდის მთელი გუნდი გახარებულია ამ ფილმის წარმატებით.

 

გაიგეთ მეტი: ოსკარის დაჯილდოების ცერემონია, ჰოლივუდი, ემა უოტსონი, ოსკარი 2017, La La Land, Moonlight, ლა ლა ლენდი

ავტორ(ებ)ი : on.ge