Powered by Jasper Roberts - Blog

11:09 27.02.2017
27 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
დღეს ეჭვის თვალით უყურებთ ყველაფერს, კომპლიმენტებშიც კი დაფარული აზრის მოძებნას შეეცდებით. ვარსკვლავები გირჩევენ მეტად გაიღიმოთ, ახლობლები მზრუნველობით გაანებივროთ. 


კურო
რაც უფრო შრომისმოყვარე იქნებით, მით გაგიუმჯობესდებათ საქმეები. გაუფრთხილდით ურთიერთობას უფროსთან, კოლეგებთან. საყვარელ ადამიანს უყურადღებოდ ნუ დატოვებთ. 


ტყუპი
პოზიტიური დღე გელით. ნუ გაგიკვირდებათ, თუ უფროსი რთულ და საპასუხისმგებლო საქმეებს დაგაკისრებთ. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ. 


კირჩხიბი
ნუ გადადებთ სამომავლოდ იმ საკითხების მოგვარებას, რომლებსაც დღესაც გადაწყვეტთ. სამსახურის საქმეები დაკვირვებით მოაგვარეთ. პირადი ცხოვრება მშვიდი და სტაბილური აქვთ. 


ლომი
მოერიდეთ უსიამოვნებას გარშემო მყოფებთან. მეტად გაიღიმეთ, დაიმუხტეთ დადებითი ემოციებით. სამსახურში გვიანობამდე ნუ გაჩერდებით, საღამოს ოჯახის წევრებს შინაურული დღესასწაული მოუწყვეთ. 


ქალწული
პოზიტიური და ურთიერთობებით აღსავსე დღე გელით. ოპტიმისტ და საინტერესო ადამიანებთან გელით შეხვედრა. საყვარელი ადამიანი მოწყენის საშუალებას არ მოგცემთ. 


სასწორი
გაუზიარეთ კოლეგებს, ახლობლებს გამოცდილება, საიდუმლოებები ან წაეჭორავეთ, მოუყევით საკუთარ წარმატებებზე, მაგრამ პირად ცხოვრებაში მომხდარ ცვლილებებზე არაფერი დაგცდეთ. 


მორიელი
ყველაფერი ისე მოგვარდება, რომ თქვენ ზედმეტად არ ინერვიულოთ, არ მოიწყინოთ და ყველა საქმიდან გამარჯვებული გამოხვიდეთ. პირად ცხოვრებაში სიურპრიზები გელით. 


მშვილდოსანი
ყური დაუგდეთ გარშემო მყოფების რჩევებს. შეიძლება საინტერესო იდეები მოგაწოდონ. საყვარელ ადამიანს მზრუნველობას ნუ მოაკლებთ. საქმეების გამო ნუ მიატოვებთ. 


თხის რქა 
მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე და ეტაპობრივად მიიღებთ სარგებელს. მოერიდეთ ავანტიურას. შეუპოვრობა პირადი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად გმართებთ. 

მერწყული
ნუ შეგეშინდებათ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღების. მოერიდეთ კრიტიკას გარშემო მყოფების მიმართ. უსიამოვნებები დამოუკიდებლად მოაგვარეთ. საღამო ბავშვებთან ერთად გაატარეთ. 


თევზები
ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ და უმნიშვნელო წვრილმანის გამო ნუ ინერვიულებთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან, მეტად გაიღიმეთ.
ავტორ(ებ)ი : astrologi.ambebi.ge