Powered by Jasper Roberts - Blog

02:44 27.02.2017
27 თებერვალს აღდგომის დიდი მარხვა დაიწყო

დღეიდან ეკლესიის მიერ დადგენილი წლიური ოთხი სამარხვო პერიოდიდან ყველაზე ხანგრძლივი მარხვა იწყება. მართლმადიდებელი მრევლი 49 დღის განმავლობაში ლოცვითა და მარხვით ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომისთვის ემზადება. მარხვის პირველ დღეებში ტაძარში წირვა არ აღევლინება. სრულდება მხოლოდ საეკლესიო წესის მიერ დადგენილი სპეციალური საგალობლები და ლოცვები. ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს იკითხება წმინდა ანდრია კრიტელის დიდი კანონი. ოთხშაბათსა და პარასკევს ტაძრებში ტარდება პირველშეწირულის ლიტურგია. პარასკევს საღამოს ლოცვის დროს იკურთება წანდილი. დიდმარხვის განმავლობაში მორწმუნეები არ იღებენ ხორცსა და რძის ნაწარმს. თევზით ხსნილი კი მხოლოდ ხარებისა და ბზობის დღესასწაულებზეა. მარხვის პირველ და ბოლო კვირას მორწმუნეები სურვილის, შესაძლებლობისა და მოძღვრის კურთხევის მიხედვით, ინახავენ მძიმე მარხვას. დიდმარხვა 27 თებერვალს დაიწყო და 16 აპრილს უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge