Powered by Jasper Roberts - Blog

00:45 27.02.2017
რამდენიმე საათში ოსკარის 89-ე დაჯილდოების ცერემონია დაიწყება

რამდენიმე საათში, დაახლოებით დილის ხუთი საათისთვის ოსკარის 2017 წლის 89-ე დაჯილდოების ცერემონია დაიწყება. წელს ცერემონიას ცნობილი იუმორისტი და გადაცემა „ღამის შოუს“ წამყვანი ჯიმი კიმელი გაუძღვება. 49 წლის კიმელი წელს ორი პრესტიჟული შოუს წამყვანი იყო. ის უძღვებოდა ემისა და ამერიკული მუსიკის დაჯილდოების ცერემონიებს. 24 თებერვალს ამერიკის კინოაკადემიამ ოსკარის 89-ე ცერემონიალის ნომინანტები გამოაცხადა. აკადემიის პრეზიდენტმა შერილ ბუნ აიზეკსმა ბრი ლარსონთან, ჯენიფერ ჰადსონთან, ემანუელ ლუბეცკისთან და სხვა კინოხელოვანებთან ერთად მაყურებელს წლევანდელი ფავორიტები გააცნო. ლოს-ანჯელესში წლის ცერემონიისთვის მზადებ დასრულდა და წითელ ხალიჩაზე სტუმრების მიღება იწყება. 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge