Powered by Jasper Roberts - Blog

21:06 26.02.2017
ბექა ღვინიაშვილმა რუსი მოწინააღმდეგე დაამარცხა და დიუსელდორფის გრან პრის ოქროს მედალი მოიპოვა

დიუსელდორფის გრან პრიზე ბექა ღვინიაშვილმა (90) ოქრის მედალი მოიპოვა. ღვინიაშვილმა ფინალში რუსეთის წარმომადგენელი ხუსენ ხალმურზაევი იპონით შეხვედრის დასრულებამდე 20 წამით ადრე დაამარცხა.ბექა ღვინიაშვილმა (90) ნახევარფინალში გერმანელი ედუარდ ტრიპელი ვაზარით დაამარცხა. მანამდე კი პირველ შეხვედრაში მონღოლი ბატერდენე ბანდიკუს იპონით სძლია, შემდეგ ასევე იპონით გერმანელ მარკ ოდენტალს მოუგო, მესამე დაპირისპირებაში კი ტაჯიკელ კომრონშოხუსტოპირიონს ვაზარით აჯობა.ავთანდილ ჭრიკიშვილმა (90) ტურნირზე პირველივე შეხვედრაში ვაზარით წააგო. ჭრიკიშვილის მეტოქე ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილი იყო. ლაშა ტაველურმა (100) პირველ წრეში ამერიკელ ილა სმიტს იპონით მოუგო, მეორე წრეში კი ბელგიელ ტომა ნიკიფოროვთან იპონით დამარცხდა. ლევან მატიაშვილი და ადამ ოქრუაშვილი (ორივე +100) პირველივე შეხვედრებში დამარცხდნენ. საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე გამოსვლა 2 ოქროთი და 2 ვერცხლით დაასრულა. 24 თებერვალს ოქროს მედალი ვაჟა მარგველაშვილმა 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოიპოვა, ამირან პაპინაშვილი კი 60-ში ვერცხლს დასჯერდა, ხოლო 73- კგ. წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge