Powered by Jasper Roberts - Blog

01:12 26.02.2017
დიდმარხვის დაწყების წინა დღეს მართლმადიდებელი ეკლესია შენდობის დღეს აღნიშნავს

სააღდგომო დიდმარხვის დაწყების წინა დღეს, ამჯერად, 26 თებერვალს, ათასწლოვანი ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო დედა-ეკლესია შენდობის კვირას აღნიშნავს და სამოთხიდან ადამის განდევნას იხსენებს. ეკლესიის სწავლებით, პირველქმნილი ადამიანების მიერ სამოთხის დატოვების მიზეზი სინნულის არქონა გახდა. ამიტომ, ეს დღე საყოველთაო სინანულისკენ მოწოდებაა, რადგან მარხვის დარღვევით, დაიკარგა სამოთხე, მარხვის დაცვით კი - სამოთხე მოიპოვება... კვირა საღამოს ყველა ტაძარში საგანგებო ღვთისმსახურება აღესრულება, რომლის დროსაც შენდობის ლოცვები იკითხება. ამის შემდეგ, ეკლესიის ყველა წევრი ერთმანეთისგან შენდობას ითხოვს და თავადაც ყველას შეუნდობს.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სავარაუდოდ, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ განაცხადებს, თუ როდის შეასრულებს შენდობის წესს. 

სინანულის და მონანიების გრძნობა არ მოგვშლოდეს, რათა უფალმა შეგვინდოს ცოდვანი!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge