Powered by Jasper Roberts - Blog

21:48 25.02.2017
უკრაინელმა უფლებადამცველმა ოლეგ კურჩინმა პროკურატურას მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ განცხადებით მიმართა
უკრაინელმა უფლებადამცველმა ოლეგ კურჩინმა უკრაინის გენერალურ პროკურატურას ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ განცხადებით მიმართა. კურჩინი სააკაშვილს უკრაინის სუვერენიტეტის შებღალვაში ადანაშაულებს და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს. კურჩინი საქმის აღძვრას უკრაინის სუვერენიტეტზე თავდასხმის მუხლით ითხოვს. მისი თქმით, სააკაშვილმა საჯარო გამოსვლისას, რეგიონი, რომელსაც წელიწადნახევრის განმავლობაში მართავდა, შეურაცხმყოფელი ფრაზით მოიხსენია – ოდესის ოლქს მან “სეპარატისტული” უწოდა, ხოლო ყველას, ვინც მას ხელს უშლიდა, “სეპარატისტები”. კურჩინს მიაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი ნაციონალურ შუღლს აღვივებს.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge