Powered by Jasper Roberts - Blog

14:04 25.02.2017
რატომ არ დაუშვეს თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე CNN, New York Times, Politico და Los Angeles Times?

ზოგიერთი წამყვანი ამერიკული მედია საშუალებები თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე არ დაუშვეს, - იუწყება ტელეკომპანია CNN. 


ტელეკომპანიის ინფორმაციით, CNN, New York Times, Politico, Los Angeles Times და სხვა მედია საშუალებები თეთრ სახლში გუშინ გამართულ ბრიფინგზე არ დაუშვეს. 



„დარბაზში შესვლისას მე თეთრი სახლის თანამშრომელმა გამაჩერა და მითხრა, რომ სიაში არ ვარ“, - განაცხადა CNN-ის კორესპონდენტმა.
ტელეარხის განცხადებით, „ადრე მსგავსი რამ არასოდეს მომხდარა, მომხდარის მიზეზები თეთრ სახლში არ განუმარტავთ“. 



თეთრი სახლი და პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არაერთხელ აკრიტიკებდნენ რიგ მედია საშუალებებს, მათ შორის CNN-ს და New York Times არასაწორი ინფორმაციის გავრცელებაში. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge