Powered by Jasper Roberts - Blog

10:28 24.02.2017
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის საპილოტე პროგრამაში მონაწილეობს

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ აკაკი ლოდიამ ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის (ჰარმონიზაციის ცენტრი) წარმომადგენელს და უცხოელ ექსპერტს მაიკლ ლექის უმასპინძლა.

 

მათ საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების  საფუძველზე ნაკისრი ვალდებულების - ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ჩამოყალიბების მიმდინარეობა განიხილეს. აღნიშნულ რეფორმაში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო 2016 წელს ჩაერთო.

 

რეფორმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის (ჰარმონიზაციის ცენტრი) კოორდინაციით ხორციელდება.


აკაკი ლოდიამ და მაიკლ ლექიმ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინიტროში ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის ეტაპების მიმდინარეობა განიხილეს. ასევე ისაუბრეს სამინისტროში ფინანსური მართვისა და კონტროლის მიზნებისთვის მენეჯერული ანგარიშვალდებულების გაზრდაზე, გადანაწილებულ უფლებამოსილებებზე  და დელეგირებაზე,  რაც გამოიწვევს საბიუჯეტო ხარჯების კიდევ უფრო ეკონომიურად, ეფექტურად და პროდუქტიულად ხარჯვას, აამაღლებს მენეჯერული გადაწყვეტილებების მიღების ხარისხს.

 

მხარეებმა განიხილეს რეფორმის მიმდინარე მიღწევები. აკაკი ლოდიამ, თავის მხრივ, მზადყოფნა გამოთქვა შემდგომი თანამშრომლობისთვის.

 

 

აკაკი ლოდია (სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილე): „ჩვენთან სტუმრად იმყოფებოდა უცხოელი ექსპერტი ბატონი მაიკლ ლექი. შეხვედრაზე განვიხილეთ ფინანსური მართვისა და კონტროლის დანეგვის მიმდინარეობას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში.  აღნიშნული რეფორმა გულისხმობს ფინანსური მართვისა და კონტროლის თანამედროვე პრინციპებისა და სტანდარტების პრაქტიკაში დანერგვას,  რაც უზრუნველყოფს საბიუჯეტო ასიგნებებისა და შემოსულობების კიდევ უფრო პროდუქტიულ და ეფექტურ ხარჯვას. უნდა აღინიშნოს, რომ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ერთ-ერთია იმ ოთხი სამინისტროდან, რომელშიც უკვე წელს დაიწყება რეფორმის მეორე ეტაპი - მენეჯერული კონტროლი“.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge