Powered by Jasper Roberts - Blog

20:09 23.02.2017
აზერბაიჯანის პროკურატურამ საერთაშორისო ძებნილთა სიაში შეიტანა ევროპარლამენტის სამი წევრი და რამდენიმე ევროპელი მკვლევარი

აზერბაიჯანის პროკურატურამ საერთაშორისო ძებნილთა სიაში შეიტანა ევროპარლამენტის სამი წევრი და რამდენიმე ევროპელი მკვლევარი, რომლებიც აზერბაიჯანის სეპარატისტულ მთიანი-ყარაბაღის რეგიონს ესტუმრნენ. აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის მიერ 22 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იმ პირთა შორის, რომლებზეც დაპატიმრების ორდერი გაიცა, ევროპარლამენტის წევრი, იარომირ შტეტინაცაა, რომელსაც ბაქოს ამ გადაწყვეტილების შესახებ უკვე აცნობა ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. სეპარატისტულ მთიან-ყარაბაღში 21 თებერვალს ჩატარდა რეფერენდუმი, რომელიც მიზნად ისახავდა აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილების გაზრდას და რეგიონისათვის ახალი სახელის „არცახის“ მინიჭებას. რეფერენდუმში, რომელსაც საერთაშორისო დამკვირვებლებმა უკანონო უწოდეს, მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 87,6%-მა.

ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge