Powered by Jasper Roberts - Blog

17:35 23.02.2017
ტრამპმა ტრანსგენდერებისთვის საპირფარეშოების გამოყენების წესი შეცვალა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მთავრობამ ამერიკელი სტუდენტებისთვის მინიჭებული ის უფლება აკრძალა, რომელიც ტრანსგენდერ მოქალაქეებს საშუალებას აძლევდა, საჯარო საპირფარეშოებით გენდერული იდენტობის მიხედვით ესარგებლათ. 



ტრანსგენდერების უფლებების დასაცავად, აღნიშნული წესი აშშ-ს წინა პრეზიდენტ ბარაკ ობამას დროს ამოქმედდა, თუმცა კრიტიკოსები აცხადებდნენ, რომ აღნიშნული წესი სხვა სტუდენტების უფლებებს არღვევდა. 



ობამას დირექტივა ქვეყნის 13 შტატში მოქმედებდა, თუმცა მიმდინარე წლის აგვისტოდან, ტეხასის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტრანსგენდერებისთვის მინიჭებული აღნიშნული უფლება დროებით შეჩერდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge