Powered by Jasper Roberts - Blog

16:44 23.02.2017
ღუმელში მომზადებული ხაჭოს ოლადების რეცეპტი

 

გთავაზობთ ღუმელში მომზადებული ხაჭოს ოლადების რეცეპტს. 

 

 

ინგრედიენტები:

 
ხაჭო
500 გ
მანის ბურღული
5 ს/კ
არაჟანი
5 ს/კ
შაქარი
5 ს/კ
კვერცხი
4 ცალი
ვანილი
გამაფხვიერებელი
1 ჩ/კ

მომზადება:


გაქენით ჩანგლით ხაჭო, ან გაატარეთ საცერში.
დაუმატეთ კვერცხი, შემდეგ კი შაქარი, არაჟანი და მანი. ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე და დაუმატეთ გამაფხვიერებელი და ვანილი გემოვნებით.
აურიეთ კარგად და მოათავსეთ მასა კექსის ფორმებში. თუ სილიკონის ფორმები გაქვთ, ცხიმის წასმა საჭირო არ არის, ხოლო ლითონის ფორმებს, აჯობებს წაუსვათ.
აცხვეთ 190 გრადუსზე 30-35 წუთის განმავლობაში.
გემრიელად მიირთვით!

 

ავტორ(ებ)ი : gemrielia.ge