Powered by Jasper Roberts - Blog

11:58 23.02.2017
თსუ-ს სტუდენტები სამინისტროს სპორტული ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები სამინისტროს ბალანსზე არსებული სპორტული ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ, რაც ხელს შეუწყობს უნივერსიტეტში პროფესიული და მასობრივი სპორტის განვითარებას. ამის შესახებ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთამინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორიგიორგიშარვაშიძე სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ. რექტორის გადაწყვეტილებით, აღდგება ალპინიადების ჩატარების ტრადიცია და პირველი შეჯიბრი შემოდგომაზე გაიმართება. თსუ-ს ხელმძღვანელობა ასევე გეგმავს არაერთი საინტერესო ტურნირის ჩატარებას.  შეხვედრაზე, რომელსაც მინისტრის მოადგილეები - შალვა გოგოლაძემ და რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ, დაიგეგმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება, რომელიც სტუდენტებს სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების მხარდაჭერის საშუალებას მისცემს და სამინისტროსა და უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობას გააღრმავებს.

 

 

ტარიელ ხეჩიკაშვილი:“ სასიხარულოა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის სურვილი, რომლებიც ცდილობენ განავითარონ მასობრივი სპორტი, რაც პროფესიული სპორტის ხელშეწყობის წინაპირობაა. ჩვენ, ცხადია დავეხმარებით უნივერსიტეტს მასობრივი სპორტის განვითარების საქმეში, სპორტული ორგანიზაციების მხარდაჭერით და ჩვენს ხელთ არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის გამოყენებით. სტუდენტებს საშუალება მიეცემათ ძალები მოსინჯონ სპორტის სხვადასხვა სახეობაში, ამასთან იგეგმება არაერთი საინტერესო ტურნირის ჩატარება. უახლოეს პერიოდში ხელი მოეწერება მემორანდუმს და სტუდენტებს  ეცოდინებათ, რომელ სპორტის სახეობაში შეეძლებათ ვარჯიში და თამაში, ეს ყველაფერი კი თავის მხრივ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიაციას უზრულველყოფს“.



გიორგიშარვაშიძე:“ შეხვეედრა შედგა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან, ვისაუბრეთ უნივერსიტეტში მასობრივი და პროფესიული სპორტის განვითარებაზე.  ჩვენ გვყავს რამდენიმე კარგი სპორტსმენი და კლუბები რომლებიც აქტიურად არიან ჩაბმული სხვადასხვა შეჯიბრებებში.  გვინდა, რომ აღდგეს ძალიან კარგი ტრადიცია, ეს არის ალპინიადების ჩატარება რომელიც შემოდგომაზე ჩატარდება. საერთოდ ვაპირებთ, რომ ძალიან ინტენსიური გახდეს სპორტული და ახალგაზრდული ცხოვრება ჩვენს უნივერსიტეტში. ამ საკითხებზე იყო საუბარი, რომელიც ძალიან მალე დასრულდება უნივერსიტეტს და სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმით“. 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge