Powered by Jasper Roberts - Blog

11:28 23.02.2017
23 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
გადაამოწმეთ მიღებული ინფორმაცია. ხელის მოწერამდე გადაიკითხეთ დოკუმენტები. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა ელით. 

კურო
აღადგინეთ ურთიერთობა მეგობრებთან და ნათესავებთან. ძველი მეგობრებისგან საინტერესო საქმიან და ფინანსურ შემოთავაზებას მიიღებთ. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კონსულტაცია პროფესიონალებთან გაიარეთ. 

ტყუპი
საინტერესო მოვლენებით დატვირთული დღე გელით. ერთგულ პარტნიორებს გაუზიარეთ საქმიანი იდეები. საყვარელი ადამიანი საქმეების მოგვარებაშიც დაგეხმარებათ და თქვენს გამხიარულებაზეც იზრუნებს. 

კირჩხიბი
საქმეებით დატვირთული დღე გელით, მაგრამ არ დაიზაროთ და საღამოს ფეხით გაისეირნეთ. საყვარელი ადამიანი თქვენგან მეტ ყურადღებას და მზრუნველობას ელის. 

ლომი
მეტი დაკვირვება გმართებთ საბუთებთან მუშაობისას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ. 

ქალწული
დაგროვილი საქმეები კოლეგებთან ერთად მოაგვარეთ. მეტად გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ. ნუ ხართ ზედმეტად პრეტენზიული მის მიმართ. 

სასწორი
დაივიწყეთ მორიდებულობა და იყავით და მიზანმიმართული სასურველის მისაღწევად. გამოგიჩნდებიან მოშურნეები. საღამო საყვარელი ადამიანთან ერთად გაისეირნეთ. 

მორიელი

აქტიური მოქმედების დღეა. საღამომდე საქმეების მოგვარებით იქნებით დაკავებული. მეტი დრო გაატარეთ ნათესავებთან ერთად. მოუწყვეთ შინაურული დღესასწაული. 

მშვილდოსანი
მოწყენილობის მიზეზი არ გაქვთ. დილიდან პოზიტივით დაიმუხტეთ და შეუდექით საქმეების მოგვარებას. საინტერესო შემოთავაზებას მიიღებთ. 

თხის რქა
სამსახურის საქმეებსაც მარტივად გაუმკლავდებით და საოჯახო ვალდებულებებსაც. პირადი ცხოვრება პოზიტიური სიახლეებითაა აღსავსე. 

მერწყული
საინტერესო მოვლენებით და შეხვედრებით დატვირთული დღე გელით. საღამოს გამონახეთ დრო და მეგობრებთან ერთად შოპინგი მოიწყვეთ. 

თევზები
სამსახურის საქმეები თქვენგან მეტ დაკვირვებას მოითხოვს. შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ მეგობრებს, ნათესავებს. ზოგიერთისგან სასიამოვნო სიურპრიზი გელით.

ავტორ(ებ)ი : astrologi.ambebi.ge