Powered by Jasper Roberts - Blog

11:11 23.02.2017
„მე ის სიგიჟემდე მიყვარდა და დღესაც მიყვარს“ – რამ გადააწყვეტინა მამა სერაფიმეს ბერობა

მამა სერაფიმეს თქმით, მის მიერ საეკლესიო ცხოვრების დაწყება რამდენიმე ფაქტმა განაპირობა. 



როგორც მამა სერაფიმემ „ნანუკას შოუში“ აღნიშნა, 22 წლის ასაკში მეუღლე უკვდებოდა, მამა გაბრიელ ბერის საფლავზე ავიდა და მას სთხოვა, თუ მისი მეუღლე გადარჩებოდა, ბერი გახდებოდა.



„ჩემი მეუღლე კვდებოდა, ფეხმძიმედ იყო და დილით რომ, გავიღვიძეთ ვერ ვიცანი, იმდენად გასიებული იყო.


ექიმებმა ვერაფერი გაუგეს, დამეწყო პანიკური ისტერიკები, რომ შეიძლება ის დავკარგო , მე ის სიგიჟემდე მიყვარდა და დღესაც მიყვარს.

მამა გაბრიელის საფლავზე ავედით და მას ვთხოვე, მამა გაბრიელ, გეხვეწები, ევედრე ღმერთს მშვიდობით მოილოგინოს ჩემმა მეუღლემ-მეთქი. მეორე დილით იქ ქრისტინა დამხვდა, რომელიც მანამდე იყო", - მამა სერაფიმე. 

ბერ-დიაკვანი მამა სერაფიმე ცნობილი არამეულ ენაზე შესრულებული გალობით გახდა.

ავტორ(ებ)ი : info9.ge