Powered by Jasper Roberts - Blog

17:25 22.02.2017
"აღმოჩენა მზის სისტემის მიღმა" - ნასა მასშტაბურ პრესკონფერენციას აანონსებს

აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო მასშტაბური პრესკონფრენციის გამართვას გეგმავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა "აღმოჩენა მზის სისტემის მიღმა".

 

წინასწარ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კონფრენციაზე საუბარი ეგზოპლანეტებსა და იმ პლენეტებს შეეხება, რომლებიც მზისგან განსხვავებული ვარსკვლავების ირგვლივ ბრუნავს. საკითხთან დაკავშირებული სხვა დეტალები ჯერ არ გამჟღავნებულა.

 

კონფერენცია 22 თებერვლისთვის არის ჩანიშნული და ნიუ იორკის დროით პირველ საათზე დაიწყება.

 

იგი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ეგზოპლანეტები, დედამიწის მიღმა ცხოვრების ძირითადი იმედია. მას ასტრონომები და მეცნიერები მთელი მსოფლიოდან დაესწრებიან.

 

კონფერენციის მიმდინარეობისას მომხსენებლებისთვის კითხვის დასმა შესაძლებელი იქნება ჰაშთაგ #AskNasa-ს გამოყენებით.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge