Powered by Jasper Roberts - Blog

15:53 22.02.2017
“შვილის დაბადებას რომ შეესწრები ეს უდიდესი ბედნიერებაა“ – გიგი გაჩეჩილაძე

გიგი გაჩეჩილაძე და ანანო ჯოხაძე, რამდენიმე კვირის წინ მშობლები გახდნენ, მათ პატარა მაქსიმე შეეძინათ. გიგი მეუღლის მშობიარობას დაესწრო.


“იქ ყოფნა არ მინდოდა, მაგრამ ანანოს ვჭირდებოდი და უნდა შევსულიყავი, არც კი მითქვამს, რომ არ ამოვიდოდი. სამშობიაროში შევედი თუ არა, ის ვიკითხე ნიშადური თუ ჰქონდათ. შვილის დაბადებას რომ შეესწრები ეს უდიდესი ბედნიერებაა. კიდევ როცა მეყოლება შვილები მათ დაბადებასაც დავესწრები და უფრო მომზადებული ვიქნები“ – განუცხადა ჟურნალ სარკეს გიგი გაჩეჩილაძემ.


როგორც ინტერვიუდან ირკვევა, გიგი აქტიურად არის ჩართული პატარას აღზრდაში და ცდილობს თავისუფალი დრო, სულ მასთან ერთად გაატაროს. მაქსიმე გაჩეჩილაძე მამას ჰგავს, გიგის და ანანოს ბავშვის გაზრდაში ანანოს ბებიას ეხმარება.

ავტორ(ებ)ი : musicbox.ge