Powered by Jasper Roberts - Blog

17:14 21.02.2017
გაიხალისეთ დღე გემრიელი შოკოლადის ნამცხვრებით

უგემრიელესი დესერტის მოსამზადებლად სულ ცოტა დრო დაგჭირდებათ.

☛ ინგრედიენტები: 
• 1 ½ ჭიქა ფქვილი 
• 1 ½ ჩ. კ გამაფხვიერებელი 
• ¼ ჩ. კ მარილი 
• 1 ½ ჭიქა შოკოლადის წვეთები 
• 6 ჩ. კ დარბილებული მარილიანი კარაქი 
• 1 ჭიქა თეთრი შაქარი
• 1 ½ ჩ. კ ვანილის ექსტრაქტი 
• 2 კვერცხი 
• შაქრის პუდრა

საშუალო ზომის ჯამში გადაურიეთ ერთმანეთს ფქვილი, მარილი და გამაფხვიერებელი.

 

ჯამში ორთქლის აბაზანაზე გაადნეთ შოკოლადის წვეთების 1 ჭიქა და ურიეთ, რომ ერთგვაროვან მასად იქცეს. 
დიდ ჯამში მიქსერით აურიეთ ერთმანეთს კარაქი და შაქარი, კრემის კონსისტენციამდე. შემდეგ დაუმატეთ გამდნარი შოკოლადი და ვანილი. მიქსერითვე შეურიეთ კვერცხიც. ნელა შეურიეთ მასას უკვე გამზადებული ფქვილის მიქსიც. ჩააყარეთ დარჩენილი შოკოლადის წვეთები.

 

მიღებული ცომი შეფუთეთ და გააგრილეთ მაცივარში

 

ცომი დაანაწევრეთ პატარა, მრგვალი, ბრტყელი ფორმის მქონე ნაჭრებად. გამოაცხვეთ უკვე 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, 10-12 წუთით. გავაცივოთ 5 წუთით და მოვაყაროთ შაქრის პუდრა.

 

გემრიელად მიირთვით!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge