Powered by Jasper Roberts - Blog

13:43 21.02.2017
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლ „ათეშგას“ ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 21 თებერვალს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლ „ათეშგას“ ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა.

 

ათეშგა თბილისის ერთ-ერთი უძველესი საკულტო ნაგებობაა. იგი კალას უბნის ზედა ნაწილში, ნარიყალას ციხის ქვეშ, გომის N3-ში მდებარეობს. ათეშგა საქართველოში ცეცხლთაყვანისმცემელთა (ათეშ - სპარსულად ცეცხლი, გაჰ - ადგილი, იგივე „ცეხლის საგზებელი“) ერთადერთი შემორჩენილი ჩარდახი-ტაძარია; ნაგებობა, ზოროასტრული ცეცხლის ტაძრებისათვის დამახასიათებელი ტრადიციული გეგმარებითა და სტრუქტურით არის ნაშენები, რომელსაც ძველქართულად არტოშანს უწოდებდნენ. ათეშგას კოშკურა ნახევარსფერული გუმბათით, თბილისის თითქმის ყველა საარქივო გრაფიკულ გამოსახულებაზეა.

 

სხვადასხვა ისტორიული ცნობისა და მკვლევართა მოსაზრებების მიხედვით, ნაგებობა V-VII საუკუნეებით თარიღდება. ათეშგამ სახე იცვალა საუკუნეთა განმავლობაში. არსებული მოსაზრების თანახმად, ნაგებობა 1724 წლიდან თბილისში გაბატონებული თურქების მიერ მეჩეთად გადაკეთდა, 1735 წელს, თურქების თბილისიდან განდევნისას ნადირშაჰის მიერ დანგრეული ორი მეჩეთიდან ერთ-ერთად, სწორედ აღნიშნული ნაგებობა მოიაზრება.

 

1986 წლის 14 ნოემბერს, სს მინისტრთა საბჭოს N° 706 დადგენილებით,ათეშგასგანესაზღვრა ოვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი. 2007 წლის 1 ოქტომბერს, თბილისში მდებარე ძეგლებისთვის, საბჭოთა პერიოდში მინიჭებული სტატუსები გადამტკიცდა, რის შედეგადაცათეშგას მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი შეუნარჩუნდა.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციტივითა და მთავრობის გადაწყვეტილებით, 2017 წლის 21 თებერვალს ათეშგას ხელახლა განესაზღვრა ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი.Top of Form

 

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge